დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა
news title icon
რა უნდა გაითვალისწინოთ სანამ ახალ საბურავებს შეიძენთ

თეგეტა მოტორსი გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის, ხარისხიან და საიმედო საბურავებს, ნებისმიერი სეზონისა და ავტომობილისთვის. ჩვენთან ისეთი ცნობილი ბრენდების პროდუქციას შეხვდებით, როგორიცაა Bridgestone, Michelin, Continental, Pirelli და სხვა. დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ, რა ფაქტორები უნდა გაითვალისწინოთ ახალი საბურავის შეძენამდე. 

საბურავის ტიპის შერჩევა

საბურავის ტიპის სწორად შერჩევა პირდაპირ განსაზღვრავს ავტომობილის სტაბილურობასა და მისი მართვის კომფორტს. საბურავები განსხვავდება სეზონის, გზის ტიპისა და მართვის სტილის მიხედვით, ამიტომ შეძენის წინ საჭიროა ზუსტად იცოდეთ, სად და როგორ გადაადგილდებით ყველაზე ხშირად.

სეზონური განსხვავება

ზაფხულის საბურავები შექმნილია თბილი ამინდისთვის და უზრუნველყოფს მაქსიმალურ მოჭიდებას მშრალ ან ნოტიო ასფალტზე. თუმცა, ტემპერატურის +7°C-ზე ქვემოთ დაშვებისას მათი რეზინა მყარდება და მოჭიდების უნარს კარგავს. ზამთრის საბურავები კი რბილი რეზინითა და ღრმა კბილანებით გამოირჩევიან. ისინი უკეთ ეჭიდებიან თოვლსა და ყინულს და ინარჩუნებენ მოქნილობას დაბალ ტემპერატურაზე.

 

ყველა სეზონის საბურავები შუალედურ ვარიანტია, რომელიც გამოგადგებათ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადად ქალაქში გადაადგილდებით და ამინდი ზომიერია. თუმცა ძალიან ცივ ან ცხელი კლიმატის პირობებში სპეციალიზებული საბურავები უფრო ეფექტურია.

გზის ტიპი და მართვის სტილი

თუ ხშირად მოძრაობთ ქალაქის ასფალტზე, უმჯობესია აირჩიოთ on road საბურავები. ასეთი მოდელები უფრო ჩუმი და ეკონომიურია. ხოლო მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს მთაში სიარულს ან ოფროუდ მოგზაურობას, თეგეტა მოტორსი off road საბურავებს სთავაზობს. ამ მოდელებს გამძლე პროტექტორი და კორპუსის დაზიანებისგან დამატებითი დაცვა აქვთ.

 

საბოლოო არჩევანი დამოკიდებულია თქვენს ყოველდღიურ მარშრუტზე: თუ მოძრაობთ ქალაქში და ტრასაზე, სჯობს უნივერსალური საბურავი, ხოლო თუ ხშირად ადიხართ მთაში ან მოგზაურობთ ცვალებად პირობებში, შეარჩიეთ შესაბამისი სეზონის და დანიშნულების მოდელი. სწორად შერჩეული საბურავი არა მხოლოდ უსაფრთხოებას, არამედ კომფორტსა და ავტომობილის გამართულ და ხანგრძლივ მუშაობას უზრუნველყოფს.

ხარისხიანი საბურავები და სანდო მწარმოებლები

საბურავის შერჩევისას მხოლოდ ფასზე ორიენტირება ხშირად შეცდომაში შემყვანია. ხარისხიან საბურავს განსაზღვრავს არა მხოლოდ ფასი, არამედ მასალის შემადგენლობა, წარმოების ტექნოლოგია და მწარმოებლის სანდოობა. ცნობილი ბრენდები, როგორიცაა Michelin, Continental, Bridgestone, Pirelli და სხვები, თავიანთ პროდუქციას მრავალეტაპიან უსაფრთხოების ტესტებსა და ხარისხის კონტროლს უტარებენ. ასეთ საბურავებს ახასიათებთ უკეთესი მოჭიდება, ნაკლები ხმაური, ხანგრძლივი გამოყენების ვადა და საწვავის დაზოგვა.

 

პრემიუმ კლასის საბურავები ჩვეულებრივ უფრო გამძლეა და უზრუნველყოფს მაღალ სტაბილურობას მაღალ სიჩქარეზე, ხოლო ბიუჯეტური მოდელები უფრო ხელმისაწვდომია, თუმცა სწრაფად ცვდება და რთულ პირობებში მოჭიდების უნარი ქვეითდება. მნიშვნელოვანია, რომ საბურავი იყოს სერტიფიცირებული და დამზადებული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ამ შემთხვევაში მძღოლი დაცულია როგორც ტექნიკური, ისე იურიდიული რისკებისგან.

 

გახსოვდეთ: იაფი საბურავი შეიძლება საბოლოოდ უფრო ძვირი დაგიჯდეთ, სწრაფი გაცვეთის, ცუდი მოჭიდების ან საწვავის გაზრდილი ხარჯის გამო. ამიტომაც, გადაწყვეტილება ყოველთვის უნდა იყოს დაბალანსებული: შეაფასეთ თქვენი ბიუჯეტი, მაგრამ უპირატესობა მიანიჭეთ ხარისხს და მწარმოებლის სანდოობას. 

შეჯამება

სწორი საბურავის შერჩევა თქვენს უსაფრთხოებაზე, კომფორტსა და ავტომობილის გამართულ მუშაობაზე პირდაპირპროპორციულად აისახება. სწორი არჩევანი ავარიის რისკს ამცირებს და საწვავის ეკონომიურად ხარჯვაშიც გეხმარებათ. სანამ არჩევანს გააკეთებთ, გაითვალისწინეთ საბურავის ტიპი, ზომა, ხარისხი და მწარმოებლის სანდოობა. შეეცადეთ იპოვოთ ბალანსი ფასსა და ხარისხს შორის, რადგან ხარისხიანი საბურავი გრძელვადიან პერსპექტივაში ყოველთვის მომგებიანი ინვესტიციაა. გახსოვდეთ, თქვენი და მგზავრების უსაფრთხოება გზაზე სწორედ საბურავებზეა დამოკიდებული.


რა უნდა გაითვალისწინოთ სანამ ახალ საბურავებს შეიძენთ
გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით