მანამდე კი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ, დიახ, ძრავის ზეთის ხშირად შეცვლა ნამდვილად აუცილებელია და, თანაც, მნიშვნელობა აქვს ზეთის ხარისხსაც.
ზეთის სისტემატურად შეცვლა ძრავას დაზიანებისგან იცავს და მის სიცოცხლისუნარიანობას ახანგრძლივებს. მისი ძირითადი დანიშნულებაც სწორედ ეს არის. როდესაც ავტომობილი გადაადგილდება, მისი მოძრავი ნაწილები ერთმანეთს ეჯახება და სითბოს გამოიმუშავებს. ავტომობილის ზეთი ამ ნაწილებისთვის ქმნის გარსს და სითბოს ნაწილს შთანთქავს. ასე ხდება ძრავის შიდა კომპონენტების შეზეთვა, გაგრილება და გაწმენდა. გარდა ამისა, ზეთი ხელს უშლის ძრავში ჭუჭყის დაგროვებას და სამომავლოდ ამ დანალექისგან გამოწვეულ პრობლემებს აგარიდებთ. ამგვარად მოძრავი ნაწილები უკეთაა დაცული ხახუნისგან, გადახურებისგან და კოროზიისგან.
დროთა განმავლობაში, ავტომობილის ზეთი კარგავს თავის სასარგებლო მახასიათებლებს და უფუნქციო ხდება. რატომ ხდება ეს? იმ შემთხვევაშიც კი, თუ ავტომობილი დიდი ხნით უმოძრაო მდგომარეობაშია, ზეთი რეაქციაში შედის ჟანგბადის მოლეკულებთან, რაც მისი შემადგენლობის ცვლილებას იწვევს. ამიტომ, რეკომენდებულია მაქსიმუმ 1 წლის დაძველების ზეთის შეცვლა.
თუკი ავტომობილს ყოველდღიურად მოიხმართ, გავლილი მანძილის ზრდასთან ერთად ზეთი კარგავს სასარგებლო თვისებებს, რაც ნიშნავს, რომ 8000 - 10 000 კმ-ის გავლის შემდეგ აუცილებლად უნდა შევცვალოთ. თუ არ გამოვცვლით, ეს გამოიწვევს რიგ პრობლემებს, მათ შორის - ძრავის გადახურებას, საწვავის არაეკონომიურ მოხმარებას და სხვა. გაითვალისწინეთ, ზეთთან ერთად აუცილებლად უნდა შეიცვალოს ფილტრიც, რადგან დაბინძურებულ ფილტრსაც სავალალო შედეგებამდე მივყავართ.
მაშასადამე, დავრწმუნდით, რომ ძრავის ზეთის სისტემატურად შეცვლა არათუ სასურველი, აუცილებელია. ისმის კითხვა - რამდენად ხშირად უნდა ვცვალოთ ზეთი? ახალი ავტომობილებისთვის ძრავში ზეთის შეცვლა საშუალოდ ყოველი 8000-დან 10000 კილომეტრამდე განვლილი მანძილის შემდგომ არის რეკომენდებული. ამ შემთხვევაში, გააჩნია ავტომობილის მოდელს. სხვადასხვა ავტომწარმოებელი განსხვავებულ ვადას გვაძლევს. გასათვალისწინებელია ისიც, როგორ პირობებში გიწევთ ავტომობილის ტარება, რამდენად ხშირად მოიხმართ და როგორ ეპყრობით მართვისას.
მნიშვნელობა აქვს იმასაც, რამდენად ხარისხიან პროდუქტს იყენებთ. ნუ ჩაასხამთ თქვენი ავტომობილის ძრავში უხარისხო და შეუსაბამო ზეთს. არასწორად შერჩეული, უხარისხო ზეთი ნალექს და ნამწვს აგროვებს, რაც ძრავის დაზიანებას იწვევს. მიჰყევით ავტომწარმოებლის ინსტრუქციას, გამოყენეთ თქვენი ავტომობილის შესაბამისი ზეთი, სისტემატურად გაწმინდეთ ძრავის ზეთის სისტემა და დააყენეთ მაღალი ხარისხის ფილტრი, რათა თავიდან აირიდოთ მსგავსი შემთხვევები.
თეგეტა მოტორსი საერთაშორისო ბრენდების უმაღლესი ხარისხის, მინერალურ, ნახევრად სინთეტიკურ და სინთეტიკურ ძრავის ზეთებს გთავაზობთ. ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგი ბრენდების პროდუქცია:
SHELL
MOBIL
PETRONAS
MOTUL
FUCHS TITAN
CHAMPION
იმის მიხვედრა, შესაცვლელია, თუ არა ზეთი, მისი გარეგნული მახასიათებლების მიხედვით რთულია. უმეტეს შემთხვევაში, შესაცვლელი ზეთი ძალიან გამუქებული ან გაშავებულია, თუმცა პირველ რიგში, გარბენის შუალედის დაცვაა მნიშვნელოვანი.
თანამედროვე ავტომობილების უმრავლესობა აღჭურვილია ე.წ ზეთის შეცვლის მონიტორინგის სისტემით, რომელიც ავტომატურად განსაზღვრავს განვლილ მანძილს, პერიოდსა და ზეთის დეგრადაციის ხარისხს. ასეთ დროს საინფორმაციო დაფაზე გამოისახება სპეციალური მანიშნებელი, რომელიც მძღოლს ზეთის შეცვლის შესახებ ამცნობს.
დააკვირდით იმ ნიშნებს, რომლებიც მიუთითებენ, რომ ძრავის ზეთი დაუყოვნებლივ უნდა შემოწმდეს:
ძრავის ზეთის წვის სუნი
ზეთის წნევის გამაფრთხილებელი შუქი
ძრავის გადახურება
ზეთის გაჟონვის კვალი
ძრავა ნაკლებად ეფექტურად მუშაობს
ძრავის ზეთის სისტემატურად შეცვლა აუცილებელია, რათა ავტომობილმა გამართულად იფუნქციონიროს. მნიშვნელობა აქვს ზეთის ხარისხსაც. უხარისხო პროდუქტი ძრავას აზიანებს, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ, რომელი ბრენდის ზეთს ყიდულობთ. თეგეტა მოტორსის სერვის ცენტრებში თქვენი ავტომობილისთვის რეკომენდებულ, უმაღლესი ხარისხის ძრავის ზეთს მოგაწვდიან. ეს პროცესი მაქსიმუმ 10-15 წუთს წაგართმევთ.
გახსენით