დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა
news title icon
როდის შევცვალოთ საბურავები

როგორ უნდა მიხვდე რომ საბურავები გამოსაცვლელია? თუ ეს კითხვა გაწუხებს, სწორ ადგილას მოხვდი. დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ, რა ნიშნებს მივაქციოთ ყურადღება, რამდენ ხანში ერთხელ ვცვალოთ საბურავები და როგორ მოვუაროთ სწორად, რათა მაქსიმალურად დიდ ხანს გაგვიძლოს. 

საბურავების ექსპლუატაციის საშუალო ვადა

საბურავების ექსპლუატაციის საშუალო ვადა 5 წელია. 40,000 - 80,000 კმ-ის გავლის შემდეგ საბურავები იცვითება და სპეციალისტები გვირჩევენ, შევცვალოთ. ამ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ისიც, თუ როგორ ეპყრობი ავტომობილს, როგორ გზებზე გიწევს მოძრაობა, რა სიხშირით იყენებ, როგორ უვლი - ყველა ეს ფაქტორი გავლენას ახდენს საბურავებზე. ამასთან, გაითვალისწინე, რომ თუ შენს ავტომობილს მეორადი საბურავები აქვს, ესეც აისახება მათ გამძლეობაზე.

როგორ ვხვდებით რომ საბურავი შესაცვლელია

თუ საბურავი დაზიანდა, ამას მარტივად იგრძნობ. ასეთ დროს ავტომობილს უჭირს გადაადგილება, გადაჭარბებულად ვიბრირებს, უჩვეულოდ ხმაურობს და დამძიმებულია. აუცილებლად შეამოწმე პერიოდულად საბურავების გვერდითა ზედაპირი. ამ მონაკვეთში დაზიანებები ყველაზე ადვილი შესამჩნევია. თუ უსწორმასწორობებს ან ნახეთქებს შეამჩნევ, აჯობებს, დროულად შეცვალო. 

სეზონების ცვლილება

საბურავების გამოცვლა სეზონების მიხედვითაც გვიწევს, აუცილებელი არაა, გაცვეთილი ან დაზიანებული იყოს. ტემპერატურისა და ამინდების შესაბამისად უსაფრთხო გადაადგილებისთვის კონკრეტულად ამ პირობებზე მორგებული საბურავები დაგჭირდება. გაეცანი საბურავების ტიპებს სეზონების მიხედვით:

ზამთრის საბურავები

თუ ტემპერატურა 7º-ს ჩამოცდა ან ავტომობილის მართვა დიდთოვლობისას, მოყინულ გზებზე გიწევს, რეკომენდებულია, ზამთრის საბურავები დააყენო. მათ უკეთესი მოჭიდება აქვთ თოვლიან და მოყინულ ზედაპირზე, რაც თავისუფლად მანევრირების საშუალებას იძლევა. გაითვალისწინე, ზამთრის საბურავების შემთხვევაშიც რეკომენდებული ექსპლუატაციის ვადა 5 წელია. მათი გამოყენება მხოლოდ სეზონურად არის მიზანშეწონილი.

ზაფხულის საბურავები

ზაფხულის საბურავები, ზამთრის საბურავთან შედარებით, პროტექტორის დაბალი სიღრმით გამოირჩევა და მორგებულია ცხელ, თბილ კლიმატს. მათი საშუალებით მარტივად შეძლებ აჩქარებას, სწრაფად მანევრირებას და მოკლე მანძილზე დამუხრუჭებას. მაღალი ტემპერატურის პირობებში, ზაფხულის საბურავები ამცირებს მოცურების შანსს, გაძლევს მაღალი სიჩქარის განვითარების საშუალებას და საწვავის დანახარჯს ამცირებს. 

ყველა სეზონის საბურავები

ყველა სეზონის საბურავები საშუალო ტემპერატურაზეა მორგებული. მძღოლების ნაწილი მათ წელიწადის სხვადასხვა დროს იყენებს. ეს საკმაოდ პრაქტიკული ვარიანტია, თუმცა თუ ტემპერატურა 7º-ს ჩამოცდება, უნდა გვახსოვდეს, რომ რეკომენდებულია ზამთრის საბურავების გამოყენება, ისე როგორც, ზაფხულის სიცხეში გვჭირდება ზაფხულის საბურავები. 

როგორ მოვუაროთ საბურავებს

თუ საბურავებს ფაქიზად მოეპყრობი და სათანადოდ იზრუნებ, მათი სიცოცხლისუნარიანობა შესაბამისად გაიზრდება. რა შეგიძლია გააკეთო ამისთვის?

 

  • პერიოდულად ამოწმე საბურავის წნევა

  • ყოველი 10,000 კმ-ის გავლის შემდეგ შეცვალე მათი პოზიციები

  • დარწმუნდი, რომ საჭე გასწორებულია და ავტომობილი წონასწორობაშია

 

თუ ამ რეკომენდაციებს მიჰყვები, შენი ავტომობილის საბურავები არ დაგაღალატებენ.

როგორ შევარჩიოთ სწორი საბურავები

თუ საბურავების შეცვლას გადაწყვეტ, გაითვალისწინე, რომ თეგეტა მოტორსის ონლაინ მაღაზიაში 60-მდე სხვადასხვა ბრენდია წარმოდგენილი, როგორებიცაა: Bridgestone, Continental, Petlas, Pirelli, Yokohama და სხვა. მათგან აუცილებლად აარჩევ შენთვის შესაფერის მოდელს. ყურადღება მიაქციე ქვემოთ ჩამოთვლილ დეტალებს:

 

  • ზომა და პროპორციები

  • გამოშვების თარიღი

  • მაქსიმუმი დატვირთვის მაჩვენებელი

  • მაქსიმუმ რა სიჩქარის განვითარებაა რეკომენდებული

  • რეკომენდებული შიდა წნევა

შეჯამება

შენი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ავტომობილის საბურავები დროულად გამოცვალო. საბურავების ექსპლუატაციის საშუალო ვადა 5 წელია, თუმცა იმის მიხედვით, რა მდგომარეობაშია ყოველდღიური მოხმარების ფონზე, შესაძლოა, უფრო ადრეც მოგიწიოს შეცვლა. ამიერიდან გეცოდინება, რა ნიშნებს დააკვირდე და როგორ იმოქმედო.  


როდის შევცვალოთ საბურავები
გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით