დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა
news title icon
როგორ შევარჩიოთ ავტომობილისთვის საბურავები

თუ აქამდე ამის გაკეთება არასდროს მოგიწიათ და არ იცით, როგორ შეარჩიოთ თქვენი ავტომობილის შესაბამისი საბურავები, გაეცანით რამდენიმე რჩევას თეგეტა მოტორსის სპეციალისტებისგან. ჩვენი რეკომენდაციები საბურავების სწორად არჩევაში დაგეხმარებათ. 

როგორ მივხვდეთ რომ საბურავი გამოსაცვლელია

საბურავების ექსპლუატაციის საშუალო ვადა 5 წელია, თუმცა, იმის მიხედვით, რა პირობებში გიწევთ ავტომობილის ტარება, შესაძლოა, უფრო ადრეც მოგიწიოთ მათი შეცვლა. გააჩნია, როგორ გზებზე ატარებთ, როგორ ეპყრობით ავტომობილს და რა სიხშირით იყენებთ. ამასთან, თუ მეორადი საბურავები გაქვთ, ისიც გასათვალისწინებელია, რამდენი ხნის განმავლობაში იყენებდა მათ წინა მეპატრონე. 

 

თუ შეამჩნიეთ, რომ ავტომობილს სწორ გზაზე მოძრაობა უჭირს და ზედმეტად ვიბრირებს, ერთ-ერთი მიზეზი საბურავების დაზიანება შეიძლება იყოს. სასურველია, პერიოდულად შეამოწმოთ მათი ზედაპირი, დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი მწყობრშია. ზედაპირის ცვეთაზეა დამოკიდებული, რამდენად მსუბუქად გადაადგილდება ავტომობილი. განსაკუთრებით ხშირად შეამოწმეთ საბურავის გვერდითა ზედაპირი, ამ ნაწილში ყველაზე უკეთ ჩანს ხარვეზები. მაშინაც კი, როცა საბურავი ახალი შეცვლილია, შესაძლოა, დაზიანდეს და მისი გამოცვლა გახდეს აუცილებელი. 

საბურავების ტიპები სეზონების მიხედვით

საბურავების გამოცვლის მიზეზი აუცილებლად მათი დაზიანება ან ცვეთა არაა. სეზონის ცვლილებასთან ერთად გვიწევს შესაბამისი საბურავების შერჩევა, რათა უსაფრთხოდ და კომფორტულად მოძრაობა შევძლოთ. ამის მიხედვით, რამდენიმე ტიპის საბურავს გამოყოფენ. დღევანდელ ბლოგში სხვადასხვა სეზონის საბურავების ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ტიპებს მიმოვიხილავთ. 

ზამთრის საბურავები

თუ ტემპერატურა 7º-ს ჩამოცდა ან მაღალმთიან რეგიონში გიწევთ ავტომობილის მართვა, სადაც მოყინული გზები და დიდთოვლობაა, რეკომენდებულია ზამთრის საბურავები. მათ აქვთ უკეთესი მოჭიდება თოვლიან და მოყინულ ზედაპირზე, რაც თავისუფლად მანევრირების საშუალებას იძლევა. 

 

როგორ მიხვდეთ რომელია ზამთრის საბურავი? შეამოწმეთ საბურავის გვერდითა კედელი და თუ ფიფქის ნიშანს დაინახავთ, ესე იგი, ის არის, რასაც ეძებდით. 

 

ზამთრის საბურავების უპირატესობები და მახასიათებლები:  

 

  • უკეთესი მოჭიდება თოვლიან და მოყინულ ზედაპირზე

  • მოცურების მინიმალური ალბათობა

  • უკეთესი სამუხრუჭე შესაძლებლობა

  • სეზონისთვის შესაფერისი ქიმიური შემადგენლობა

 

გაითვალისწინეთ, ზამთრის საბურავების რეკომენდებული ექსპლუატაციის ვადაა 5 წელი. მათი გამოყენება მხოლოდ სეზონურად არის მიზანშეწონილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზაფხულში, მაღალ ტემპერატურაზე მათი ზედაპირი ადვილად ცვდება და საწვავის დანახარჯიც იმატებს. 

ზაფხულის საბურავები

ზაფხულის საბურავები, ზამთრის საბურავთან შედარებით, პროტექტორის დაბალი სიღრმით გამოირჩევა და მორგებულია ცხელ, თბილ კლიმატს. განკუთვნილია, მათ შორის, სველ ან ნესტიან გზაზე სასიარულოდ. მათი საშუალებით მარტივად შეძლებთ აჩქარებას, სწრაფად მანევრირებას და მოკლე მანძილზე დამუხრუჭებას. მაღალი ტემპერატურის პირობებში, ზაფხულის საბურავები ამცირებს მოცურების შანსს, გაძლევთ მაღალი სიჩქარის განვითარების საშუალებას და საწვავის დანახარჯს ამცირებს. 

ყველა სეზონის საბურავები

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ტემპერატურა მეტ-ნაკლებად ოპტიმალურია და ზამთარში რადიკალურად არ ეცემა, მძღოლების ნაწილი უნივერსალურ, ყველა სეზონის საბურავებს ირჩევს, თუმცა სპეციალისტები გვირჩევენ, საბურავები სეზონის შესაბამისად ვცვალოთ, რადგან არაა რეკომენდებული არც ხარჯის შემცირების და არც უსაფრთხოების კუთხით. 

როგორ შევარჩიოთ საბურავი სწორად

საბურავის შერჩევისას, ზოგჯერ გასათვალისწინებელია, რომ ახალი ძველის მახასიათებლებს, კერძოდ - ზომასა და სიჩქარის მონაცემებს ემთხვეოდეს, თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ავტომწარმოებელი ერთი და იგივე დისკის ზომაზე სხვადასხვა ზომის საბურავის დაყენების შესაძლებლობას იძლევა. ამ ინფორმაციას საბურავის გვერდითა ზედაპირზე ამოიკითხავთ. ასევე შეგიძლიათ ნახოთ მძღოლის მხარეს, კარის ჩარჩოზე ან სახელმძღვანელო ინსტრუქციაში. 

 

რა დეტალებს მივაქციოთ ყურადღება? 

 

  • ზომა და პროპორციები

  • მაქსიმუმი დატვირთვის მაჩვენებელი

  • მაქსიმუმ რა სიჩქარის განვითარებაა რეკომენდებული

  • რეკომენდებული შიდა წნევა

  • გამოშვების თარიღი

შეარჩიე საბურავი თეგეტა მოტორსში

თეგეტა მოტორსი ქართველ მოხმარებლებს საბურავების ფართო არჩევანს სთავაზობს. ჩვენს სერვის ცენტრებსა და ონლაინ მაღაზიაში 60-მდე სხვადასხვა ბრენდის საბურავის შეძენაა შესაძლებელი. თეგეტას ონლაინ შოურუმში ისეთი ცნობილი ბრენდებია წარმოდგენილი, როგორებიცაა: Bridgestone, Continental, Petlas, Pirelli, Yokohama და სხვა. 

შეჯამება

თუ აქამდე დაბნეული იყავით და არ იცოდით, როგორ შეგერჩიათ თქვენი მანქანისთვის სწორი საბურავი, იმედია, ამ რეკომენდაციების მერე არჩევანის გაკეთება გაგიმარტივდებათ. დაათვალიერეთ ჩვენი კატალოგი და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორის გათვალისწინებით აუცილებლად იპოვით შესაბამისი მახასიათებლების მქონე საბურავს ნებისმიერი სეზონისთვის. 


როგორ შევარჩიოთ ავტომობილისთვის საბურავები
გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით