დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

PETLAS - ის საბურავები

PETLAS საბურავები საერთაშორისო ბაზარზე სოლიდური რეიტინგით სარგებლობს, რაც წარმოების ინოვაციურმა მიდგომამ და მომხმარებელზე ორიენტირებულმა სტრატეგიამ განაპირობა. ბრენდი მუდმივად ზრუნავს პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებაზე და საერთაშორისო ბაზრის მომხმარებლების მოთხოვნებს აკმაყოფილებს. გამორჩეული პირობებით, PETLAS საბურავების შეძენა, თეგეტა მოტორსის ფილიალებში, უსასრულო გარანტიით, შეგიძლიათ, რომელიც პირობების გამოთვლას პროდუქტის პროტექტორის ცვეთის მიხედვით ითვალისწინებს.

 

 

PETLAS საბურავების უპირატესობები

 

PETLAS მრავალფეროვანი პროდუქციით გამოირჩევა. მეორადი ნედლეულის გადამუშავების შედეგად, კომპანია საბურავებს საავიაციო და სასოფლო სამეურნეო ტექნიკისთვის აწარმოებს.

PETLAS ეკოლოგიურად გამართლებულ პროდუქციას ქმნის. საწარმოო ობიექტების მოდერნიზაციის წყალობით ემისიების რაოდენობა და გარემოს დაბინძურების დონე, კონკურენტებთან შედარებით, გაცილებით დაბალია. PETLAS მწარმოებლები დიდ ფულს და ძალისხმევას ხარჯავენ იმისთვის, რომ პროდუქცია ბუნებისთვის უსაფრთხო და მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იყოს.

PETLAS აქტიურად მონაწილეობს საზოგადოების სოციალურ ცხოვრებაში. საქველმოქმედო საქმიანობაში ჩართვით,  ბრენდი ახალგაზრდა თაობას აქტიურად ეხმარება. ბრენდის პროდუქციის უპირატესობებია:

  • საბურავების ფართო ასორტიმენტი;
  • ეკოლოგიური ხაზი;
  • გამძლე და საიმედო პროდუქცია;
  • კონკურენტ პროდუქტებთან შედარებით მეტად დახვეწილი ნაწარმი;

 

PETLAS ისტორია

 

PETLAS საბურავების ისტორია 1976 წლიდან იწყება, როცა ბრენდი თურქეთის საჰაერო ძალების საბურავების მწარმოებლის სახელით იყო ცნობილი. კომპანია, იმ დროისთვის, სტრატეგიული სახელმწიფო საწარმო იყო, ხოლო 1990 წელს მისი პრივატიზაცია დაიწყო და შვიდი წლის განმავლობაში გაგრძელდა. მას შემდეგ კომპანია პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირდა, რამაც ბრენდის შემდგომ ისტორიაში გადამწვეტი როლი ითამაშა. PETLAS საბურავები ISO ხარისხის სერტიფიცირების ნიშანს ფლობს.

ბრენდი 2007 წლიდან გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც კომპანიამ ახალი ტექნოლოგიების დანერგვა დაიწყო და ზამთრისა და ზაფხულის საბურავების ხაზი კონკურენტებზე მეტად დახვეწა. დილერების ფართო ქსელის წყალობით, კომპანიის პროდუქციის შეძენა მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში შეიძლება.

 

 

 

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით