RADAR-ის საბურავები
RADAR-ის საბურავები ფასისა და ეფექტურობის თანაფარდობას წარმოადგენს და თითოეული ავტომობილისთვის, მსოფლიოში ცნობილი, მაღალი ხარისხის პროდუქტია. ავტოტექმომსახურების უმსხვილესი მომწოდებელი თეგეტა მოტორსი მსოფლიოს წამყვანი ბრენდის RADAR-ის საბურავების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ.
RADAR-ის საბურავების უპირატესობები
RADAR-ის საბურავები გამძლეობის მაღალი ხარისხით ხასიათდება და ამ მიმართულებით უკონკურენტო პროდუქტს წარმოადგენს. გამოიყოფა ის ძირითადი უპირატესობები, რაც RADAR-ის საბურავების შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ:
- მაღალი ხარისხი;
- ხელმისაწვდომი ფასი;
- ყველა ტიპის ავტომობილზე მორგებული პროდუქცია;
- საბურავები ნებისმიერი სეზონისა და რელიეფისთვის;
- გამძლეობა;
- უსაფრთხოების მაღალი დონე;
RADAR მსოფლიო სტანდარტების ბრენდია, რომელიც ხანგრძლივი კვლევებისა და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით მუდმივად ვითარდება. გლობალურ ბაზარზე დამზადების ხარისხითა და ოსტატობით RADAR-ის საბურავები კონკურენტებს ჩრდილავს. ფასები საბურავების ზომების მიხედვით განსხვავდება, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მომხმარებლის მოთხოვნები გათვალისწინებულია.
RADAR-ის ისტორია
RADAR TIRES 2006 წელს შეიქმნა, რათა OMNI UNITED-ის საბურავების ფლაგმანი ბრენდი გამხდარიყო. OMNI UNITED სინგაპურში დაფუძნებული საბურავების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც პროდუქციას გლობალური ბაზრისთვის აწარმოებს. ის მართავს საბურავების ხუთ ბრენდს RADAR-ის გარდა, კერძოდ TIMBERLAND TIRES,CORSA TIRES,PATRIOT TIRES, ROADLUX TIRES და AMERICAN TOURER TIRES. RADAR-ის საბურავები ყველაზე ფართო ასორტიმენტით გამოირჩევა 1200-ზე მეტ უნიკალურ საბურავს მოიცავს. პროდუქცია მსუბუქი და სატვირთო ავტომობილისთვის, მისაბმელიანი, სედანის ტიპის და კომერციული დანიშნულების ტრანსპორტისთვის იქმნება. RADAR-ის საბურავების შეძენა თეგეტა მოტორსის ფილიალებში, პროფესიონალი ტექნიკოსების რეკომენდაციით, შეგიძლიათ.