დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

RIKEN-ის საბურავები

 MICHELIN შვილობილი კომპანიის, RIKEN-ის საბურავები თეგეტა მოტორსის ფილიალებში ხელმისაწვდომია. კონკურენტული ფასისა და მაღალი ხარისხის იაპონური პროდუქცია განსაკუთრებული პოპულარობით გამოირჩევა. RIKEN-ის საბურავების შეძენა, თეგეტა მოტორსის ფილიალებში, უსასრულო გარანტიით, შეგიძლიათ, რომელიც პირობების გამოთვლას პროდუქტის პროტექტორის ცვეთის მიხედვით ითვალისწინებს.

 

 

RIKEN-ის საბურავების უპირატესობები

 

RIKEN-ის საბურავები გამორჩეული კონსტრუქციისა და დიზაინის ნაზავს წარმოადგენს. პროდუქტის შემადგენლობა წლების განმავლობაში იცვლებოდა, ხოლო ბიზნესის წარმატება კომპანიის მუდმივმა პროგრესმა განაპირობა. RIKEN-ის საბურავების უპირატესობებია:

  • დახვეწილი პროდუქცია ნებისმიერი სეზონისთვის;
  • უსაფრთხოება;
  • მოხერხებული მართვა ნებისმიერ გარემო პირობებში;
  • მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა;

RIKEN-ის საბურავები 105 წლიანი გამოცდილების პროდუქტია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში პრემიუმ კლასის საბურავების ხარისხს და რეპუტაციას ინარჩუნებდა. ბრენდის პროდუქცია იდეალურია იმ მძღოლებისთვის, რომლებიც აქცენტს უსაფრთხოებასა და სანდო მწარმოებელზე აკეთებენ. ბრენდის ასორტიმენტი გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად ბოლო წლებში განსაკუთრებით გაფართოვდა.

 

RIKEN -ის ისტორია

 

RIKEN-ის საბურავები პირველად იაპონიაში 1945 წელს გამოჩნდა, როცა OKAMOTO INDUSTRIES-მა წარმოება დაიწყო. იაპონური კომპანია ფართო ასორტიმენტის პროდუქტებშია სპეციალიზებული, შესაბამისად 80-იან წლებში მათ მოახერხეს საბურავების ინდუსტრიის გიგანტის MICHELIN-ის დაინტერესება. ორ კომპანიას შორის თანამშრომლობით შეიქმნა ერთობლივი საწარმო, რომელსაც, დღესდღეობით, MICHELIN ფლობს. RIKEN ათ წელზე მეტია ფრანგული კომპანიის ნაწილია, რა დროის განმავლობაშიც ბრენდმა და პროდუქტებმა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადეს. მიუხედავად ამისა ბრენდმა იაპონია სრულად არ დატოვა. იაპონურ ბაზარზე, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილებისთვის, საბურავები დღემდე იწარმოება. ფრანგულ კომპანიასთან თანამშრომლობით RIKEN-მა ტექნიკური პროგრესი განიცადა და საავტომობილო ბაზრის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროდუქტად იქცა.

 

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით