დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

ROYAL BLACK-ის საბურავები

ROYAL BLACK -ის საბურავები იაპონური და ჰოლანდიური კომპანიების ერთობლივი ნაწარმია, რომლის შექმნის პროცესში ევროპული აღჭურვილობა და ტექნოლოგიები გამოიყენება. საქართველოს საავტომობილო ბაზრის ლიდერი კომპანია თეგეტა მოტორსი ROYAL BLACK-ის საბურავებს ყველაზე ხელსაყრელი პირობებით გთავაზობთ.

 

 

ROYAL BLACK-ის საბურავების უპირატესობები

 

ROYAL BLACK-ის საბურავების შექმნისას გამძლე ლითონის შენადნობები გამოიყენება, რომლის შემუშავებაშიც ინდუსტრიის საუკეთესო სპეციალისტები არიან ჩართული. ბრენდის არაერთი უპირატესობისგან გამოირჩევა:

  • დაბალი ფასი;
  • პროდუქციის ფართო ასორტიმენტი;
  • გამძლე და დახვეწილი დიზაინი;
  • უსაფრთხოების მაღალი დონე;
  • გამოყენების ხანგრძლივობა;
  • მაღალტექნოლოგიური წარმოება;

განვითარებად ქვეყნებში კონკურენტული ფასისა და გამორჩეული ასორტიმენტის გამო ბრენდის პროდუქცია განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ევროპულმა ბაზარმა ჩინური წარმოების საბურავები ასევე წარმატებით მიიღო, შესაბამისად ROYAL BLACK-ის საბურავების ზამთრის მოდელები განსაკუთრებული სტაბილურობით და უსაფრთხოებით ხასიათდება.

 

ROYAL BLACK -ის ისტორია

 

ROYAL BLACK-ის საბურავების ძირითადი წარმოების ცენტრი ჩინეთშია. ROYAL BLACK-ის საბურავები ავტომფლობელების მაღალ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, რადგან პროდუქციის გამოყენებისას, ნებისმიერ სეზონსა და ამინდში, ავტომობილი მარტივად სამართავია. ჩინეთიდან მარეგულირებელი ორგანოს მიერ წარმოებული პროდუქცია ძალიან მკაცრად შეირჩევა, რომელიც ქიმიური დანამატების რაოდენობასაც ითვალისწინებს. ROYAL BLACK -ის საბურავები არ აბინძურებს გარემოს, კომფორტულია აქტიური მოგზაურობის და უსაფროა გზის ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში. დახვეწილი ლოჯისტიკა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებული უამრავი პარტნიორი ROYAL BLACK-ის პროდუქტების კონკურენტულ ფასს განაპირობებს. კომპანიაში 4 ათასი ადამიანია დასაქმებული. ყველა საწარმო ობიექტი და ტესტირების განყოფილება ერთ წერტილშია კონცენტრირებული.

 

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით