სატვირთო ავტომობილის სათადარიგო ნაწილებისა და ძრავის სტანდარტული საგარანტიო პირობები
1. საერთო პირობები
1.1. შპს „თეგეტა მოტორსი“ (შემდგომში - „გამყიდველი“/„კომპანია“) გარანტიას იძლევა, რომ საგარანტიო ვადის განმავლობაში „კომპანიაში“ შეძენილი/შეცვლილი სატვირთო ავტომობილის სათადარიგო ნაწილები და ძრავი (შემდგომში - „პროდუქცია“) არ გამოავლენს ქარხნულ წუნს, ხოლო ასეთის გამოვლენის შემთხვევაში, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე სრულად აღმოფხვრის მას წინამდებარე დანართით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
-
- წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისთვის, ქარხნული წუნი ეწოდება „პროდუქციის“ საწარმოო დეფექტს, რომელიც დასტურდება „პროდუქციის“ მწარმოებლის მიერ.
- „გამყიდველის“ საგარანტიო ვალდებულებები არ ვრცელდება „პროდუქციის“ ბუნებრივი ცვეთით, არასწორი ექსპლუატაციით ან მექანიკური დაზიანებით გამოწვეულ დეფექტებზე.
- გარანტიის პირობები ვრცელდება მხოლოდ „კომპანიაში“ შეძენილ და დამონტაჟებულ „პროდუქციაზე“.
- საგარანტიო ვადა
- პროდუქციის მწარმოებლის რეკომენდაციის საფუძველზე ზოგადი საგარანტიო ვადები განისაზღვრება შემდეგნაირად:
- 1 თვე ან გარბენი 5000 კმ;
- 3 თვე ან გარბენი 10000 კმ;
- 6 თვე ან გარბენი 20000 კმ.
- პროდუქციის მწარმოებლის რეკომენდაციის საფუძველზე ზოგადი საგარანტიო ვადები განისაზღვრება შემდეგნაირად:
რომელი პირობაც უფრო ადრე დადგება, MAN-ის ორიგინალი სათადარიგო ნაწილების შემთხვევაში - 2 წელი. თითოეული „პროდუქციის“ საგარანტიო პერიოდი განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად, „პროდუქციის“ მწარმოებლის რეკომენდაციის საფუძველზე, „პროდუქციის“ მწარმოებელი ბრენდისა და იმ ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რომლისთვისაც ხორციელდება
„პროდუქციის“ შეძენა.
-
- სატვირთო ავტომობილის ძრავის კაპიტალური რემონტის შემთხვევაში, საგარანტიო პერიოდი განისაზღვრება
6 თვის ვადით ან 20000კმ (თვითმცლელის შემთხვევაში) ან 40000კმ (უნაგირა ტენტიანი საწევარას შემთხვევაში) გარბენით, რომელიც უფრო ადრე შესრულდება.
-
- გარანტია ვრცელდება ძრავის ღვედის სარემონტო კომპლექტის სრულად, ყველა გორგოლაჭთან და წყლის ტუმბოსთან ერთად შეცვლის შემთხვევაში, შემდეგი საგარანტიო ვადით: 6 თვე ან 20 000 კმ. გარბენამდე, რომელი პირობაც უფრო ადრე შესრულდება. წყლის ტუმბოს დაზიანებით გამოწვეული ღვედის დაზიანება საგარანტიოდ არ ანაზღაურდება.
- კონკრეტული „პროდუქციის“ საგარანტიო ვადის შესახებ „მყიდველს“ ეცნობება საგარანტიო დოკუმენტის გადაცემის ან მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის გზით.
- საგარანტიო ვადის ათვლა იწყება „პროდუქციის“ „მყიდველისთვის“ საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან.
„მყიდველისათვის“ „პროდუქციის“ საკუთრებაში გადაცემის თარიღი „გამყიდველის“ წარმომადგენლის მიერ ფიქსირდება საგარანტიო დოკუმენტში, „პროდუქციის“ შეძენის ინვოისში, მიღება-ჩაბარების აქტში ან „კომპანიის“ მიერ გაცემული „პროდუქციის“ ღირებულების გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტში.
- საგარანტიო ვალდებულებების შესრულების პირობები
- „პროდუქციის“ ექსპლუატაციის დროს რაიმე სახის შეფერხების გამოვლენისთანავე „მყიდველი“ ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს „გამყიდველის“ სერვის-ცენტრს მისი აღმოფხვრის მიზნით.
- ძრავის რემონტის შემთხვევაში, პირველი ზეთის შეცვლა უნდა განხორციელდეს 2000 კმ. გარბენის ფარგლებში. ამასთანავე, ძრავის ზეთისა და ზეთის ფილტრის შეცვლა უნდა განხორციელდეს
- „გამყიდველის“ სერვის-ცენტრში, „გამყიდველის“ მიერ რეკომენდირებული ზეთითა და ფილტრებით, ასევე, დაცული უნდა იყოს კომპანიის მიერ გაცემული რეკომენდაციები ზეთის შეცვლის ინტერვალთან
დაკავშირებით.საგარანტიო ვალდებულებები „გამყიდველს“ წარმოეშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
„მყიდველი“ დაიცავს წინამდებარე გარანტიის პირობებს და დაზიანებულ „პროდუქციას“„გამყიდველს“ წარუდგენს პირადობის მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტთან, შესაბამის სატრანსპორტო საშუალებასა და „პროდუქციის“ ღირებულების გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად.
-
- „გამყიდველის“ საგარანტიო ვალდებულება გულისხმობს „პროდუქციის“ შეკეთებას, შეცვლას/ჩანაცვლებას (შეკეთების შეუძლებლობის შემთხვევაში) და მის მონტაჟთან/დემონტაჟთან დაკავშირებულ უფასო მომსახურებას, ან „პროდუქციის“ ღირებულების „მყიდველისთვის“ ანაზღაურებას (იმ შემთხვევაში, თუ „გამყიდველი“ ვერ უზრუნველყოფს „პროდუქციის“ შეკეთებას ან შეცვლას/ჩანაცვლებას).
- იმ შემთხვევაში, თუ „პროდუქცია“ საგარანტიო პერიოდში შეიცვლება ახლით, „პროდუქციის“ საგარანტიო ვადა დარჩება უცვლელი, რაც გულისხმობს, იმას, რომ საგარანტიო ვადის განმავლობაში გარანტიის ფარგლებში შეცვლილ კომპონენტებზე საგარანტიო ვადის დენა ხელახლა არ დაიწყება.
- „პროდუქციის“ გაუმართაობით (საგარანტიო პერიოდში) გამოწვეული პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური დანახარჯები, რაც მიადგება „მყიდველს“, „გამყიდველის“ მიერ არ ანაზღაურდება.
- თუ შემთხვევა „გამყიდველის“ მიერ დაკვალიფიცირდება „საგარანტიო შემთხვევად“, აღნიშნულის თაობაზე
„გამყიდველი“ შესაბამის დასკვნას ასახავს რეკლამაციის აქტში, „გამყიდველის ბიზნეს პროცესების მართვის ელექტრონულ სისტემაში (SAP). დასკვნაში მითითებულ უნდა იყოს დაზიანებული „პროდუქცია“ ექვემდებარება აღდგენას/შეკეთებას, აუცილებელია მისი შეცვლა/ჩანაცვლება სხვა „პროდუქციით“ თუ „მყიდველს“ უნდა დაუბრუნდეს „პროდუქციის“ ღირებულება. საგარანტიო შემთხვევის დროს დაზიანებული „პროდუქციის“ შეკეთების, შეცვლის/ჩანაცვლების ან თანხის დაბრუნების ვადა განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რაც წინასწარ ეცნობება „მყიდველს“.
-
- იმ შემთხვევაში, თუ „გამყიდველი“ დაადგენს, რომ დაზიანებული „პროდუქცია“ არ ექვემდებარება აღდგენას და საჭიროა მისი შეცვლა/ჩანაცვლება, „გამყიდველის“ მიერ „პროდუქცია“ შეიცვლება/ჩანაცვლდება იმავე მწარმოებლის „პროდუქციით“ ან იმავე კლასის (მონაცემების/მახასიათებლების) მქონე სხვა მწარმოებლის პროდუქციით. თუ ახალი „პროდუქციის“ ღირებულება აღემატება „მყიდველის“ მიერ გადახდილ თანხას, მაშინ
„მყიდველი“ ვალდებულია „გამყიდველს“ გადაუხადოს სხვაობა შესაბამისი ინვოისის/ინვოისების საფუძველზე.
-
- იმ შემთხვევაში თუ მხარეები ვერ შეძლებენ ურთიერთმოლაპარაკების გზით „პროდუქციის“ საგარანტიო პირობებთან დაკავშირებული დავის მოგვარებას, მხარეები მიმართავენ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ „პროდუქციის“ დაზიანებისგამომწვევი მიზეზის დასადგენად, რა დროსაც ექსპერტიზის ხარჯს იხდის „მყიდველი“. ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, თუ გამოვლინდა
„პროდუქციის“ ქარხნული წუნი, „გამყიდველს“ წარმოეშვება გადახდილი ხარჯის „მყიდველისთვის“ ანაზღაურების ვალდებულება.
-
- საგარანტიო მომსახურების შედეგად შეცვლილი/ჩანაცვლებული „პროდუქცია“ წარმოადგენს „გამყიდველის“ საკუთრებას.
- საგარანტიო ვალდებულებების შეუსრულებლობა
4.1. „გამყიდველი“ თავისუფლდება საგარანტიო ვალდებულებებისგან შემდეგ შემთხვევებში:
-
-
- თუ სატრანსპორტო საშუალებას აღნიშნულ „პროდუქციასთან“ დაკავშირებული მომსახურება მიღებული აქვს სხვა კომპანიის სერვის-ცენტრში;
- თუ სატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებულ იქნა ისეთი დეტალები, ან მის კონსტრუქციაში შეტანილ იქნა ისეთი ცვლილებები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული სატრანპორტო საშუალების მწარმოებლის კომპლექტაციაში;
- თუ „პროდუქციის“ დაზიანების მიზეზს წარმოადგენს: სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია გადაჭარბებული დატვირთვით, „გამყიდველის“ წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე მოდიფიკაციის ხასიათის ცვლილებების განხორციელება, საექსპლუატაციო წესებით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მომსახურების წესების დარღვევა;
- თუ „პროდუქციის“ დაზიანება გამოწვეულია „მყიდველის“ გაუფრთხილებელი მოპყრობით, განსაკუთრებით სატრანსპორტო საშუალების არასწორი ექსპლუატაციისას, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს საწარმოო დეფექტად;
- თუ „პროდუქციის“ დაზიანების მიზეზს წარმოადგენს გარეგანი მექანიკური ზემოქმედება;
- თუ „პროდუქციაში“ მოხვედრილია ქარხნულად გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ნებისმიერინივთიერება;
-
-
-
- თუ სატრანსპორტო საშუალება, რომელზეც იყო დამონტაჟებული „პროდუქცია“, საგარანტიო მომსახურების გაწევის მიზნით, არ იქნა წარმოდგენილი „გამყიდველის“ სერვის-ცენტრში;
- თუ წარმოდგენილი „პროდუქციის“ შტრიხკოდი, ეტიკეტი ან სერიული ნომერი დაზიანებულია, ან/და შტრიხკოდი არ შეესაბამება „გამყიდველის“ ელექტრონულ სისტემაში (SAP) შევსებულ საგარანტიო დოკუმენტის ნომერს;
- თუ სათადარიგო ნაწილის შეკეთების/რემონტის პროცესში, „მყიდველის“ მიერ არ იქნა გათვალისწინებული
-
„გამყიდველის“ რეკომენდაციები;
-
-
- თუ მონტაჟის დროს არ იყო გათვალისწინებული „გამყიდველის“ რეკომენდაციები;
- თუ მსუბუქი ავტომობილის ძრავზე ნებისმიერი სახის რემონტი/შეკეთება განხორციელდა სხვა კომპანიის სერვის-ცენტრში;
- თუ სითხეების დონეები არის დაკლებული (ანტიფრიზი, ძრავის ზეთი) ან/და მისგან გამოწვეულია დაზიანებები (მწარმოებლის მიერ დადგენილი ნორმების თანახმად სითხეების დასაშვებ ნორმაზე მეტად კლება);
- თუ დარღვეულია ავტომობილის ძრავის სამუშაო ტემპერატურა;
- თუ გამოყენებულია სხვა ავტომობილის ნაწილები/მასალები ან/და უხარისხო ან შეუსაბამო საწვავი.
-
- საგარანტიო პირობების გავრცელების თავისებურებები:
5.1. საგარანტიო პირობები გარკვეულ დეტალებზე გავრცელდება მხოლოდ მასთან ერთად თანმდევი დეტალების შეცვლის შემთხვევაში, კერძოდ:
- ჰაერის სენსორის შემთხვევაში, საჭიროა შეიცვალოს ჰაერის ფილტრი; ანთების კოჭის შემთხვევაში იცვლება ანთების სანთელი;
- ამორტიზატორის შემთხვევაში, საჭიროა შეიცვალოს ერთ ხიდზე წყვილად, ამორტიზატორის შემზღუდველი
(კაკუნის შემთხვევაში პირველ რიგში ამორტიზატორის საყრდენი);
- ტურბოკომპრესორის შემთხვევაში, საჭიროა შეიცვალოს ჰაერის ფილტრი, ძრავის ზეთი, ჰაერმშრობის ფილტრი
(არსებობის შემთხვევაში) და მოხდეს ინტერქულერის გამორეცხვა;
- საჭის ჰიდროგამაძლიერებელი ტუმბოს შემთხვევაში, საჭიროა შეიცვალოს ჰიდრავლიკური ზეთის რეზერვუარი (არ ირეცხება);
- გადაბმულობის კომპლექტის შემთხვევაში, საჭიროა
- შეიცვალოს გადაბმულობის დისკი, გადაბმულობის ქურო და გადაბმულობის საკისარი (საჭიროების შემთხვევაში მქნევარა);
- კონდენციონერის კომპრესორის შემთხვევაში, საჭიროა შეიცვალოს შემამჭიდროებელი რგოლები, ფილტრი
(ჰაერმშრობი), ჰაერმშრობის რესივერი;
- წყლის ტუმბოს შემთხვევაში, საჭიროა შეიცვალოს გაგრილების სითხე (ანტიფრიზი);
- მორგვისა და მორგვის საკისარის შემთხვევაში, საჭიროა შეიცვალოს მორგვის ჩობლები (არსებობის შემთხვევაში), ყუმბარა (იმ შემთხვევაში თუ დაზიანებული აქვს ჩობალზე მუშაობის არე), შემამჭიდროვებელი (არსებობის შემთხვევაში);
- საწვავის ტუმბოს შემთხვევაში, საჭიროა შეიცვალოს საწვავის ფილტრი, (საჭიროების შემთხვევაში ირეცხება საწვავის ავზი);
- მუხრუჭის მთავარი ავზის შემთხვევაში, საჭიროა შეიცვალოს სამუხრუჭე სითხე;
- ჰაერის კომპრესორის (სატვირთოების შემთხვევაში) შემთხვევაში, საჭიროა შეიცვალოს ჰაერის ფილტრი, ჰაერმშრობის ფილტრი, ძრავის ზეთი.
5.2. თანმდევი დეტალების შეცვლის საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული მომსახურების საფასურის გადახდას უზრუნველყოფს „მყიდველი“.