დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

STARMAXX-ის საბურავები

ავტოტექმომსახურების უმსხვილესი მომწოდებელი, თეგეტა მოტორსი, ამიერკავკასიის ბაზარს, მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვის შექმნილ STARMAXX-ის საბურავებს აწვდის. STARMAXX-ის პროდუქცია მსუბუქი ავტომობილებისთვის, ფურგონებისა და სატვირთო ავტომობილებისვის ფართო ასორტიმენტის პროდუქციას აწარმოებს, რომლებიც სოფლის მეურნეობაში,მრეწველობასა და გზების მშენებლლობაში მომუშავე ტექნიკისთვის გამოიყენება. ბრენდის საბურავების შეძენა თეგეტა მოტორსში უსასრულო გარანტიით შეგიძლიათ, რომელიც პირობების გამოთვლას პროდუქტის პროტექტორის ცვეთის მიხედვით ითვალისწინებს.

 

 

STARMAXX-ის საბურავების უპირატესობები

 

STARMAXX-ის საბურავები ხარისხის მართვის ISO სერტიფიკატს ფლობს და ავიაციაშიც ეფექტურად გამოიყენება. ბრენდი არაერთი უპირატესობით ხასიათდება მათ შორისაა:

  • მაღალი გამავლობა;
  • უსაფრთხოება;
  • ხანგრძლივი გამოყენება;
  • დახვეწილი დიზაინი;

STARMAXX-ის საბურავები მთელ მსოფლიოში ცნობილი ბრენდია, რომელსაც მსოფლიოს ლიდერთა რიგებს მიაკუთვნებენ.ბრენდის ასამდე წარმომადგენლობითი ოფისი კომპანიის პროდუქტებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე უამრავ ქვეყანას კურირებს. STARMAXX-ის საბურავების შექმნის მთავარი მიზანი მაღალი ხარისხის, უსაფრთხოების და გარემოსდაცვის ხელშეწყობაა. კომპანიის მთავარ პრიორიტეტს პასუხისმგებლიანი მიდგომები წარმოადგენს.

 

STARMAXX-ის ისტორია

 

STARMAXX-ის საბურავები 1976 წლის 19 აგვისტოდან გამოჩნდა ბაზარზე. ეს თარიღი ტიტანური სამუშაოს დასაწყისად მიიჩნევა, რომელიც მომავალში მნიშვნელოვან შედეგებს გამოიღებს. დღესდღეობით, კომპანიაში ორი ათასამდე ადამიანია დასაქმებული და პროდუქციის მიწოდება მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში ხდება. საბურავების წარმოებისთვის კომპანია 250 ათასი კვადრატული მეტრის ფართობს იყენებს. ბრენდი თავიდანვე მსოფლიო ლიდერობისკენ მიიწევდა. ათეულობით წლის განმავლობაში სტრატეგიული იდეები და პროექტები განხორციელდა, მიღებულია სერტიფიკატები, გრანტები, რაც მსოფლიოში ბრენდის განსაკუთრებულ პოპულარობაზე მეტყველებს. კომპანიის საინტერესო და ორიგინალურმა ხედვამ STARMAXX-ის საბურავები მომავალი წარმატების გარანტად აქცია.

 

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით