დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

TOYO-ს საბურავები

TOYO მსოფლიოში ცნობილი იაპონური ბრენდია, რომელიც საერთაშორისო საავტომობილო ინდუსტრიაში ნებისმიერ რელიეფზე მორგებული პროდუქციის მწარმოებლის სახელით დამკვიდრდა. თეგეტა მოტორსი ადგილობრივ საავტომობილო ბაზარს TOYO-ს საბურავების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს.

 

TOYO-ს საბურავების უპირატესობები

 

TOYO-ს საბურავები საერთაშორისო სტანდარტების პროდუქტია, რომელიც არაერთი უპირატესობის საშუალებით ავტომობილის მფლობელთა საყვარელი პროდუქტი გახდა. მათ შორისაა:

  • უსაფრთხოების მდგრადი მაჩვენებლები;
  • სტაბილურობა ნებისმიერი რელიეფის პირობებში;
  • საწვავის ეკონომია;
  • ხელმისაწვდომი ფასი;
  • გამძლეობა;

TOYO-ს საბურავები მოტოსპორტის მოყვარულთა ფავორიტია. მსოფლიო რეიტინგში ბრენდი მოწინავე პოზიციებს იკავებს. TOYO-ს საბურავები გონივრული არჩევანია მათთვის, ვისთვისაც პრიორიტეტულია ნაკლები დანახარჯებით მეტი უპირასების და გამძლეობის მიღება. ბრენდის პროდუქცია სტაბილური და უსაფრთხო მართვის გარანტია მათთვის, ვინც მკაცრ ამინდსა და დაზიანებული გზის პირობებში გადაადგილდება.

 

TOYO-ს ისტორია

 

იაპონური საბურავების მწარმოებელი TOYO TIRES 1945 წელს დაარსდა. ამჟამად კომპანიის სათაო ოფისი კალიფორნიაში მდებარეობს. ბრენდის პროდუქცია სამგზავრო, სატვირთო და სპორტული ავტომობილების სეგმენტში ცნობილია. კომპანია ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით მომავლისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. 2016 წელს TOYO TIRES-მა მონაწილეობა მიიღო მდგრადი ბუნებრივი რეზინის ინიციატივაში, რაც მიზნად ისახავს ისეთი მასალის წარმოებას, რომელიც ეკონომიკას გარემოსა და საზოგადოებას სარგებელს მოუტანს. ბრენდის პროდუქცია პროფესიონალურ შემოწმებას გადის და სხვადასხვა ძირითადი მაჩვენებლის მიხედვით მოწმდება, როგორიცაა მოცულობითი ამტანობა, ტემპერატურული მდგრადობა და სიცოცხლისუნარიანობა. თეგეტა მოტორსის ფილიალებში თქვენს ავტომობილზე მორგებული, მსოფლიოს წამყვანი ბრენდის, TOYO-ს პროდუქცია  შეგიძლიათ შეიძინოთ.

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით