დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

თეგეტა ქარდი

  1. ზოგადი დებულებები
    1. შპს „თეგეტა მოტორსის“ (შემდგომში - „კომპანია“) ლოიალობის ბარათის გაცემისა და სარგებლობის წესის (შემდგომში - „წესი“) შემუშავების მიზანს წარმოადგენს კომპანიის მომხმარებლებთან უკუკავშირის დამყარება, ერთგული მომხმარებლებისთვის დამატებითი სარგებლის შეთავაზება, კომპანიის გაყიდვების ზრდის სტიმულირება, მომხმარებელთა კმაყოფილების დონის ამაღლება და მარკეტინგული აქტივობების მეშვეობით კომპანიის საქმიანობის პოპულარიზაცია;
    2. წესი ითვალისწინებს კატეგორიების მიხედვით კომპანიის ლოიალობის ბარათის (შემდგომში - „ბარათი“) გაცემის, კატეგორიების ცვლილების, ბარათის სარგებლობის წესებსა და პირობებს;
    3. კომპანიის ლოიალობის ბარათის მომხმარებლისთვის გადაცემა ითვალისწინებს მომხმარებლისთვის უფლებამოსილების მინიჭებას ბარათის და მომხმარებლის პიროვნების მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის ან მხოლოდ მომხმარებლის პიროვნების მაინდენტიფიცირებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს კომპანიის მიერ გამოცხადებულ აქციებში და აღნიშნული აქციების ფარგლებში მიიღოს საქონელი/მომსახურება ან/და ისარგებლოს ამ წესით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებებით;
    4. ამ წესის მიზნებისთვის, მომხმარებლის პიროვნების მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტად მიიჩნევა საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გაცემული ნებისმიერი სახის დოკუმენტი, სადაც მითითებულია პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ფოტოსურათი და დოკუმენტის მოქმედების ვადა. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირი ან/და საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია კომპანიაში ბარათთან ერთად წარმოადგინოს პასპორტი;
    5. კომპანიის საქონლის/მომსახურების ჩამონათვალს, რაზეც შესაძლებელია გავრცელდეს ბარათის პირობები, ამტკიცებს კომპანიის ადგილობრივი გაყიდვების ოპერაციების დირექტორი.
  2. ბარათების კატეგორიები
    1. კომპანიაში არსებობს სამი სხვადასხვა კატეგორიის ბარათი, კერძოდ:
  •  „CLASSIC CARD“ - ბარათი „კლასიკი“;
  • „SILVER CARD“ – „ვერცხლის“ ბარათი;
  • „GOLD CARD“ – „ოქროს“ ბარათი.
    1. თითოეულ ბარათს მინიჭებული აქვს უნიკალური კოდი.
    2. ბარათი „კლასიკი“ გადაეცემა კომპანიის ბიზნეს პროცესების მართვის სისტემის (SAP) სამომხმარებლო ბაზაში დარეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს, რომელსაც კომპანიასთან გაფორმებული აქვს გენერალური შეთანხმება;
    3. „ვერცხლის“ ბარათი გადაეცემა მომხმარებელს,  თუ კომპანიაში მის მიერ შეძენილი საქონლის ან/და მომსახურების ღირებულება შეადგენს 700 ლარიდან 3000 ლარამდე ღირებულებას;
    4. „ოქროს“ ბარათი გადაეცემა მომხმარებელს, თუ კომპანიაში მის მიერ შეძენილი საქონლის ან/და მომსახურების ღირებულება შეადგენს 3000 ლარს ან/და 3000 ლარზე მეტ ღირებულებას.
  1. მომხმარებლის რეგისტრაცია
    1. მომხმარებლის რეგისტრაციის დროს კომპანიის ბიზნეს პროცესების მართვის სისტემაში (SAP) მითითებულ უნდა იქნას მომხმარებლის პირადი ინფორმაცია, კერძოდ, მომხმარებლის:
  • სახელი, გვარი;
  • პირადი ნომერი;
  • დაბადების თარიღი;                      
  • საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;
  • სქესი;
  • მოქალაქეობა;
  • მისამართი;
  • ბარათის ნომერი.
    1. მომხმარებლის რეგისტრაციის დროს, მომხმარებელსა და კომპანიას შორის ფორმდება გენერალური შეთანხმება;
    2. მომხმარებელისთვის ბარათის გაცემა არის ნებაყოფლობითი;
    3. ბარათის გამოყენება შეუძლია მხოლოდ ბარათის მფლობელს;
    4. მომხმარებელს არ შეუძლია სხვა პირის ბარათის გამოყენება;
    5. მომხმარებელს ბარათს გადასცემს კომპანიის ნებისმიერი სერვის-ცენტრის კონსულტანტი, სექტორის მენეჯერი, გაყიდვების ჯგუფის უფროსი, მითერი, სერვისის აღრიცხვის ოპერატორი ან შესაბამისი უფლებამოსილი პირი.
  1. ბარათის კატეგორიების ცვლილება
    1. პირველ ეტაპზე მომხმარებელს გადაეცემა ბარათი „კლასიკი“. ბარათის ერთი კატეგორიიდან მეორე კატეგორიაზე გადასვლა დამოკიდებულია მომხმარებლის მიერ კომპანიაში შეძენილი საქონლის ან/და მომსახურების ღირებულებაზე;
    2. ბარათის მფლობელი მომხმარებელი, კომპანიის მიერ განსაზღვრულ საქონლის/მომსახურების შეძენისას, სარგებლობს წინამდებარე წესით გათვალისწინებული ფასდაკლებებით; 
    3. ბარათის ცვლილების ან/და გაუქმების დროს, მომხმარებელი არ არის ვალდებული, დაუბრუნოს კომპანიას გადაცემული ბარათი.
  2. ფასდაკლება
    1. ბარათის კატეგორიების მიხედვით, მომხმარებელი სარგებლობს წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული ფასდაკლებებით კომპანიის საქონლისა ან/და მომსახურების შეძენის დროს, კერძოდ:
  • ბარათი „კლასიკის“ მფლობელი მომხმარებელი ისარგებლებს 5%-იანი ფასდაკლებით კომპანიის მიერ განსაზღვრული საქონლის ან/და მომსახურების შეძენის შემთხვევაში;
  • „ვერცხლის“ ბარათის მფლობელი მომხმარებელი ისარგებლებს 7%-იანი ფასდაკლებით კომპანიის მიერ განსაზღრული საქონლის ან/და მომსახურების შეძენის შემთხვევაში;
  • „ოქროს“ ბარათის მფლობელი მომხმარებელი ისარგებლებს 10%-იანი ფასდაკლებით კომპანიის მიერ განსაზღვრული საქონლის ან/და მომსახურების შეძენის შემთხვევაში.
    1. თუ მომხმარებელს დაკარგული აქვს ბარათი წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული ფასდაკლების გამოყენება შეუძლია პიროვნების მაინდენტიფიცირებელი ნებისმიერი დოკუმენტის საფუძველზე;
    2. ბარათით გათვალისწინებული ფასდაკლებების გამოყენება მომხმარებელს შეუძლია კომპანიის ადგილობრივი გაყიდვების ოპერაციების დირექტორის მიერ განსაზღვრულ საქონელსა ან/და მომსახურებაზე, მის მიერ დადგენილ ვადაში.
  1. ბარათის გაუქმება
    1. ბარათის დაბლოკვას/გაუქმებას ახორციელებს კომპანიის ფილიალების კოორდინაციის სამსახური;
    2. ბარათი ექვემდებარება გაუქმებას იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი ბიზნეს პროცესების მართვის სისტემის (SAP) სამომხმარებლო ბაზაში გაყიდვების საცალო არხიდან გადაინაცვლებს სხვა ნებისმიერ გაყიდვების არხში; 
    3. ბარათი ექვემდებარება კომპანიის მიერ ცალმხრივად გაუქმებას, თუ მომხმარებელი შემჩნეული იქნება ბარათის გამოყენების თაღლითურ ქმედებაში ან იარსებებს მის მიმართ თაღლითური ქმედების გონივრული ეჭვი. მომხმარებლის მიერ განხორციელებული თაღლითური ქმედება შესაბამისი პირის მიერ უნდა იყოს წერილობით დასაბუთებული;  
    4. თუ მომხმარებელს არასწორად გაეხსნა შესაბამისი კატეგორიის ბარათი, კომპანია იტოვებს უფლებამოსილებას გააუქმოს ბარათი;
    5. ბარათის დაკარგვის/დაზიანების შემთხვევაში, შესაძლებელია ბარათის აღდგენა, მომხმარებლის მიერ პიროვნების მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაში უქმდება მომხმარებლის სახელზე დარეგისტრირებული დაკარგული/დაზიანებული ბარათის კოდი და მომხმარებელს გადაეცემა ახალი ბარათი;
    6. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი დაკარგავს ბარათს ან ექნება ეჭვი, რომ მის ბარათს გამოიყენებს სხვა პირი მისი ნების საწინააღმდეგოდ, მომხმარებელი უფლებამოსილია სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით მოითხოვოს ბარათის დროებით დაბლოკვა. დაბლოკვის შემთხვევაში, ბარათის მოქმედების აღდგენა შეეძლება მხოლოდ მომხმარებელს კომპანიის ნებისმიერ სერვის-ცენტრში მისვლის შემთხვევაში.

 

განახლებული პირობები ძალაში შედის 01.01.2021 თარიღიდან. აღნიშნულ პერიოდამდე მოქმედი პირობები იხილეთ ბმულზე: თეგეტა ქარდი

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით