დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა
news title icon
უპრეცენდენტო Trade-in ვოლვო საქართველოსგან

როგორც მოგეხსენებათ ზაფხულიდან საქართველოში უკვე სრულად ფუნქციონირებს ვოლვოს ავტორიზებული ცენტრი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ვიზიტი, ვოლვოს უახლესი მოდელების დათვალიერება და მათი ტესტ დრაივზე გამოცდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ვოლვო საქართველო - ვოლვოს მფლობელებს სრულად აღჭურვილ,  ავტორიზებულ სერვისსაც სთავაზობს.

„ამ ეტაპისთვის ჩვენ ქართველ მომხმარებელს უკვე ვთავაზობთ ვოლვოს სრულ SUV ასორტიმენტს, 2019 წლის XC40, XC60, XC90 და  V 90 Cross County მოდელებს. აგვისტოს ბოლოდან ჩვენს შოურუმს შეემატება ასევე S90 სედანი, ხოლო შემოდგომიდან ზემოთხსენებული მოდელების Plug-in ჰიბრიდული ვერსიები“

„ჩვენი მიზანია ყველაზე უსაფრთხო ავტომობილი ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საკუთარი თავის და მისი გარშემომყოფების უსაფრთხოება. ჯერ კიდევ, საქართველოს ბაზარზე ვოლვო, შეიძლება ითქვას, უცნობი ბრენდია და ცოტამ თუ იცის, რეალურად როგორი პროგრესი განიცადა ვოლვომ 21-ე საუკუნეში. ამიტომაც, ჩვენ აქტიურად ვთავაზობთ ნებისმიერ მსურველს თავად გამოსცადონ ამ ავტომობილების შესაძლებლობა.“

„ქართული საზოგადოების დიდი ინტერესი გვაძლევს მოტივაციას წამოვიწყოთ უპრეცენდენტო, უსაზღვრო Trade-in კამპანია, რაც გულისხმობს შემდეგს, რომ ნებისმიერი ავტომობილის მფლობელს, განურჩევლად ავტომობილის მოდელის, ასაკის და გარბენის, შეუძლია მოიყვანოს თავისი ავტომობილი ჩვენს შოურუმში და მინიმალური პირობების დაკმაყოფილების და სხვაობის დამატების შემთხვევაში გაცვალოს საკუთარი ავტომობილი ვოლვოს უახლეს მოდელებში.“  

ვოლვო საქართველო გიწვევთ განახლებულ და ორიგინალურ შოურუმში, რომლის მისამართია აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიის წარმომადგენლებს: 2 24 42 42.


უპრეცენდენტო Trade-in ვოლვო საქართველოსგან

აქტიური



გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით