აკუმულატორი
აკუმულატორები
ავტომობილის ყველა სისტემა ერთ ძირითად წყაროზე, აკუმულატორზეა დამოკიდებული. ის მანქანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია, ენერგიას აძლევს ყველა სხვა ნაწილს: განათებას, უსაფრთხოების სისტემებს და სხვა. თუმცა მისი უმთავრესი ამოცანა ძრავის სამუშაო მდგომარეობაში მოყვანაა. ამის მიუხედავად, თანამედროვე ავტომობილის განვითარებასთან ერთად, აკუმულატორის ფუნქცია-მოვალეობები გამუდმებით იზრდება.
აკუმულატორს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ავტომობილის გულს. თანამედროვე ავტომობილები უამრავი კომპლექსური ელექტრო ხელსაწყოთი არის აღჭურვილი: სენსორები, ეკრანები, უსაფრთხოების სხვადასხვა მექანიზმები და მულტიმედია სისტემები. სწორედ აკუმულატორი აწვდის ფუნქციონირებისათვის აუცილებელ ელექტრო ენერგიას სხვადასხვა მოწყობილობას, რომელიც მძღოლისა და მგზავრის უსაფრთხო და კომფორტულ მგზავრობაზე არის პასუხისმგებელი. თუ ის ვერ ახერხებს სათანადო ენერგიის მიწოდებას, ავტომობილის ძირითადი ფუნქციები წყვეტს მოქმედებას.
აღსანიშნავია, რომ ავტომობილების მწყობრიდან გამოსვლის ყველაზე ხშირი მიზეზი, დაახლოებით ერთი ყოველი სამიდან, სწორედ აკუმულატორის გაუმართაობაა. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აკუმულატორის გამართულად მუშაობაზე ზრუნვის აუცილებლობას. ცხადია, რაციონალურობა მოითხოვს შევამოწმოთ აკუმულატორის შესაძლებლობები და სასიცოცხლო ლიმიტი მანამ, სანამ უშუალოდ პრობლემას შევეჩეხებით. პროფილაქტიკური შემოწმება მხოლოდ მანქანის მოვლის ტექნიკური ნაწილი არაა, ეს თქვენი უსაფრთხოებისა და კომფორტის დაცვაა. აკუმულატორის გამართულად მუშაობა უზრუნველყოფს მშვიდ, ენერგოეფექტურ და საიმედო მგზავრობას ნებისმიერ ამინდსა და გარემო პირობებში.
აკუმულატორის ფუნქციონალის შემოწმება თეგეტა მოტორსის სერვის-ცენტრებში შეგიძლიათ, დიაგნოსტირებისთვის სულ 15 წუთიანი პროცედურა არის საჭირო. შეგიძლიათ ისარგებლოთ წინასწარი ონლაინ-რეზერვაციის სერვისით და დაზოგოთ დრო: TGM.GE
ასევე, გაეცანით უპრეცედენტო შეთავაზებას - უსასრულო გარანტია აკუმულატორებზე. თუ შეიძენთ აკუმულატორს ჩვენს სერვის ცენტრში, ავტომატურად ჩაერთვებით აქციაში და აკუმულატორის დაზიანების შემთხვევაში, 100%-მდე თანხას აგინაზღაურებთ.
აკუმულატორის დანიშნულება
აკუმულატორი ავტომობილის გულია, ენერგიის ცენტრია. ის არამხოლოდ ძრავის ამუშავებაზეა პასუხისმგებელი, არამედ ყველა იმ სისტემაზე, რომელიც უსაფრთხო და კომფორტულ მგზავრობას უზრუნველყოფს. ის აწვდის ენერგიას ყველა ელექტრო მოწყობილობას და როდესაც აკუმულატორს ექმნება პრობლემა, ყველა ეს მოწყობილობა კარგავს ფუნქციებს.
აკუმულატორი ამარაგებს ენერგიით ყველა იმ სისტემას, რომელიც ურთიერთდაკავშირებულად მოქმედებს: მულტიმედია ეკრანებს, კონდიცირების სისტემას, სავარძლების რეგულირებას, ფანჯრებისა და სარკეების მართვას, ასევე სხვადასხვა დამხმარე ტექნოლოგიას, როგორიცაა ავტომატური ბორტსისტემები და ელექტრო აქსესუარები.
თუ აკუმულატორი კარგავს დატენვის ან ენერგიის მიწოდების უნარს, ეს მაშინვე აისახება ავტომობილის საერთო ფუნქციონირებაზე: ტექნიკა ნელდება, რეაგირება ფერხდება და ენერგოეფექტურობაც იკლებს. სწორედ ამიტომ, გამართული აკუმულატორი არის ის ძირითადი ელემენტი, რომელიც თქვენს ავტომობილს ენერგიას, სტაბილურობასა და შეუფერხებელ მუშაობას უზრუნველყოფს.
აკუმულატორი პასუხისმგებელია:
-
ავტომობილის უსაფრთხოებაზე
-
ავტომობილის კომფორტულ გარემოზე
-
ავტომობილის დამატებით აქსესუარებზე
-
ავტომობილის ფუნქციონალური ატრიბუტების მუშაობაზე
აკუმულატორის როლი ავტომობილის უსაფრთხოებაში:
-
საქარე მინის გათბობა: ზამთრის სიცივეში საქარე მინის გაციება იწვევს მხედველობის არეალის შემცირებას, ხოლო საქარე მინის გათბობა თავიდან აგარიდებთ ამ პრობლემას. აკუმულატორი საქარე მინის გათბობის სისტემას 120W-ით ამარაგებს
-
საქარე მინის მწმენდები: საქარე მინის მწმენდი უზრუნველყოფს წვიმიან და სუსხიან ამინდში დაუბრკოლებელ მხედველობას. მისი ფუნქციონირებისთვის დაახლოებით 80-150W სწორედ აკუმულატორი გამოიმუშავებს
-
ახლო და შორი ხედვის ნათურები: საღამო საათებში გზის გასანათებლად აუცილებელია ახლო და შორი ხედვის სანათის გამართული ფუნქციონირება. ამისათვის აკუმულატორი 50W ენერგიას გამოყოფს
აკუმულატორის როლი ავტომობილის კომფორტული აქსესუარების ფუნქციონირებაში:
-
ელექტრო გათბობა: სალონის გათბობა რომ ცივ კლიმატში კომფორტული მგზავრობისათვის აუცილებელია ისედაც ცხადია. სალონის გათბობა ენერგიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომხმარებელია - აკუმულატორი მას 1000W-ით ამარაგებს
-
სავარძლის გათბობა: რაც შეეხება სავარძლის გათბობას, ის დაახლოებით 100-დან 200-მდე W-ს მოიხმარს თითო სავარძელზე
-
ჰაერის კონდენციონერი: ცხელ ამინდში კი პირიქით, კონდიცონერის გამოყენება ხდება აუცილებელი. ამისათვის აკუმულატორი 500W-ს გამოიმუშავებს
აკუმულატორის ფუნქციები ავტომობილის დამატებით აქესესუარებში:
-
ელექტრო ჭერი: ელექტრო ჭერის ფუნქციონირებას აკუმულატორისგან საშუალოდ 200W ელექტრო ენერგია სჭირდება
-
ფანჯრების ელექტრო რეგულირება: ავტომობილის ფანჯრებისა და კარების მარეგულირებელი სისტემა მთლიანად აკუმულატორის ენერგიაზე მუშაობს და 200W-ს მოიხმარს
-
სანთებელა: ე.წ სანთებელა ხშირ შემთხვევაში მობილური ტელეფონის დასატენად გამოიყენება და საშუალოდ 100W ენერგიას მოიხმარს
აკუმულატორის როლი ავტომობილის ფუნქციონალური ატრიბუტების მუშაობაში :
-
ძრავის ამძრავი: ავტომობილის მომართვას 800W-დან 3,000W-მდე ელექტრო ენერგია სჭირდება, რომელსაც ძრავის ამძრავს (ე.წ "სტარტერს") დახმარებით აკუმულატორი აწვდის
-
რადიატორი: ძრავის გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია გაგრილების სისტემის მწყობრში ყოფნა. სწორედ ამისათვის აკუმულატორიდან 800W გამოიყოფა
-
ძრავის მართვის სისტემა: იმისათვის, რომ ავტომობილები შეესაბამებოდნენ თანამედროვე გარემოსდაცვით სტანდარტებს, საჭიროა ძრავის მენეჯმენტის სისტემა (EMS). ამისათვის აკუმულატორი 200W ენერგიას გამოყოფს
ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ აკუმულატორის ფუნქციონირებაზე:
მკაცრი კლიმატი აკუმულატორის ერთ-ერთი მთავარი მტერია. აკუმულატორს პრობლემებს არა მხოლოდ სიცივე, სიცხეც უქმნის. მაღალი ტემპერატურა აკუმულატორში კოროზიის პროცესს აჩქარებს, შესაბამისად ასუსტებს მის სიცოცხლისუნარიანობას.
ასევე, აკუმულატორზე ცუდად მოქმედებს ავტომობილის ჩამქვრალ მდგომარეობაში დიდი ხნით გაჩერება. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია აკუმულატორის ენერგია რამდენიმე კვირაში სრულიად გაიხარჯოს.
პრობლემები კიდევ უფრო უარესდება ავტომობილის ასაკთან ერთად. ძველი ავტომობილი უფრო სწრაფად ასუსტებს აკუმულატორს.