დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

შვილობილი კომპანიები

თეგეტა თრაქ & ბას

„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Truck & Bus ქართულ ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. ის გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN TRUCK & BUS-ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ავტობუსების, მიკროავტობუსების, სატვირთო, სადისტრიბუციო და სპეციალიზირებული ავტომობილების ფართო სპექტრს.

 

თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენტი

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Tegeta Construction Equipment ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. ის ბრიტანული უმსხვილესი სამშენებლო ტექნიკის ბრენდის, JCB-ს ოფიციალური დილერია საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო, საგზაო და აგრო ტექნიკას სრული საგარანტიო მომსახურებით, ასევე ნებისმიერი ტექნიკის სერვისსა და სათადარიგო ნაწილებს.

 

"თეგეტა პრემიუმ ვიიქელს"

შპს „თეგეტა პრემიუმ ვიიქელს“ „პორშესა“ და „მაზდას“ ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. 2011 წელს კომპანიამ გახსნა „პორშე ცენტრი თბილისი“, ხოლო 2012 წელს ქართულ ბაზარზე შემოიყვანა იაპონური ბრენდი „მაზდა“.

 

პორშე ცენტრი თბილისი

პორშე დღესდღეობით ყველაზე წარმატებული საავტომობილო ბრენდია, რომლის ავტომობილებიც, ნახევარ საუკუნეზე მეტია ხდება ავტო-ინდუსტრიის უმაღლესი ხარისხის სტანდარტი. ავტომოყვარულებს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში საშუალება აქვთ შეიძინონ ეს ერთ-ერთი ყველაზე ექსკლუზიური და სასურველი ავტომობილი.

პორშე ცენტრი თბილისი ქართველ ავტომფლობელებს პორშეს უახლესი სამოდელო რიგის მთელ სპექტრს სთავაზობს. პორშე ნახევარ საუკუნეზე მეტია ყველას აოცებს და მსოფლიო ბაზარზე უმაღლეს ხარისხთან და სტანდარტთან ასოცირდება. მისი შემქმნელები მუშაობენ იმისთვის, რომ სისწრაფე, მანევრულობა და ელეგანტურობა გაერთიანდეს პრემიუმ კლასის ავტომობილში.

 

მაზდა ცენტრი თბილისი

მაზდა ცენტრი თბილისი ქართულ საავტომობილო ბაზარზე 2012 წლის მაისში შემოვიდა. საქართველოში მას წარმოადგენს შპს თეგეტა პრემიუმ ვიიქელს, რომელიც თეგეტა მოტორსის შვილობილი კომპანიაა. ავტოსალონი წარმოდგენილია სამოდელო რიგის უახლესი ავტომობილებით თეგეტა მოტორსის სათაო ოფისში. მაზდა იაპონური ავტომწარმოებელია, მისი ისტორია 1920 წლიდან იწყება. მსოფლიოში მაზდა ცნობილია იაპონური ხარისხით, გამძლეობით და დახვეწილი დიზაინით.

მაზდა განთქმულია ძრავის წარმოების ტექნოლოგიებით. ეს არის ერთადერთი კომპანია, რომელმაც სერიულ წარმოებაში გაუშვა ავტომობილები ვანკელის მოტორული ძრავით. იგი არის ერთადერთი იაპონური მწარმოებელი, რომელმაც მოიპოვა გამარჯვება Le Mans 24 საათიან რბოლაში გამძლეობაზე.

 

ტოიოტა ცენტრი თეგეტა

2013 წელს თეგეტა მოტორსის შვილობილი კომპანია, საქართველოში ტოიოტას ახალი სერვისცენტრი – ტოიოტა ცენტრი თეგეტა დაარსდა. 2013 წელს თეგეტა მოტორსსა და ტოიოტა კავკასიას შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება შედგა, ხოლო 2014 წელს კომპანიამ ტოიოტა კავკასიისგან ტოიოტას დილერისა და ავტორიზებული სერვისცენტრის სტატუსი მიიღო. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ბრენდის ავტომობილებზეა ფოკუსირებული.

 ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებს და ტექ. მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია უახლესი ავტორიზებული პროგრამებით და კვალიფიციური პერსონალით, რომლის წყალობით მომხმარებელი იღებს მაქსიმალურ კომფორტს და საუკეთესო შეთავაზებას ტოიოტას ავტომობილებსა და სერვისზე.

აღნიშნული პროექტი განხორციელდა ს. ს. თიბისი ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, რომლის დროსაც თეგეტა მოტორსმა 11 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განახორციელა. 

 

თეგეტა აკადემია 

2013 წელს დაფუძნების შემდეგ, „თეგეტა აკადემია“ მიზნად ისახავს თავისი პერსონალის, აგრეთვე ახალი პარტნიორების წახალისებას და ეხმარება მათ პროფესიულ განვითარებაში, აკადემიის წევრები გადიან თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ „თეგეტა მოტორსი“ გასცემს დამადასტურებელ სერთიფიკატს. 

 

თეგეტა ინდასტრი

კომპანია დაარსდა 2020 წელს. ,,თეგეტა ინდასტრი“ ოპერირებს სამრეწველო სფეროში და არის სამრეწველო დანიშნულების ისეთი პროდუქციის უმსხვილესი იმპორტიორი, როგორებიც არის: ქვის სამტვრევი დანადგარები და მათი ნაწილები, ბეტონის ქარხნები, საკონვეიერო ლენტები, ფოლადის გვარლები, სამრეწველო და ჰიდრავლიკური შლანგები, შედუღების ელექტროდები, სამრეწველო და საგარაჟე სექციური კარები

ამასთან ერთად ,,თეგეტა ინდასტრი“ მომხხმარებელს სთავაზობს რეალიზებული პროდუქციის თანმდევ სერვისს- სამონტაჟო, საგარანტიო და გარანტიის შემდგომ მომსახურებას.

 

TEGETA MOTORS BAKU

თეგეტა მოტორს ბაქო ადგილობრივ მომხმარებელს სთავაზობს სრულ მომსახურებას სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით და საავტომობილო პროდუქტების ყველაზე დიდ არჩევანს, როგორც საცალო, ასევე კორპორაციული და საბითუმო მიმართულებით. აქვე წარმოდგენილია საბურავების, ზეთების, სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ნაწილების, სატვირთო ავტომობილების ნაწილებისა და აკუმულატორების ფართო არჩევანი. აღნიშნულ ფილიალში მომხმარებელს საშუალება ექნება ერთ სივრცეში შეიძინოს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანში JCB-ის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელი თეგეტა მოტორს ბაქოა, სადაც წარმოდგენილია ბრიტანული ბრენდის ორიგინალი საცხებ-საპოხი მასალები და ნაწილები.

თეგეტა მოტორსი ბაქოში ერთი ფილიალით არის წარმოდგენილი და იგი ემსახურება სპეციალური დანიშნულების ტექნიკას. ადგილობრივმა კადრებმა გაიარეს სრული პროფესიული მომზადება თეგეტას აკადემიაში და უზრუნველყოფენ მაღალკვალიფიციურ სერვისს. ცენტრი აღჭურვილია უახლესი აპარატურა-დანადგარებითა და ტექნიკით. სერვისის მობილური ჯგუფები მომსახურებას უწევენ მომხმარებელს ქვეყნის ნებისმიერ წეტილში.

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით