Bex აკუმულატორები
ამიერკავკასიის წამყვანი ბრენდი საავტომობილო ინდუსტრიაში, თეგეტა მოტორსი, აკუმულატორების ფართო არჩევანს გთავაზობთ, რომელთაგან Bex-ის (Battery Expert) აკუმულატორი თეგეტას შექმნილი ბრენდია და თურქეთში Yigit Aku Corp მზადდება. თქვენი ავტომობილის გამართული მუშაობა შერჩეული აკუმულატორის ხარისხსა და დამზადების ტექნოლოგიაზეა დამოკიდებული. ბაზრის მოთხოვნის გათვალისწინებით, თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს Bex-ის მაღალი ხარისხის აკუმულატორებს კლიენტის ტიპის (ფიზიკური ან იურიდიული პირი) მიხედვით, უსასრულო ან 24 თვემდე გარანტიით აწვდის.
Bex აკუმულატორების უპირატესობა
ექსპლუატაციის მთელი ციკლის განმავლობაში, Bex-ის აკუმულატორები არ საჭიროებენ დამატებით მოვლას, რადგან ისინი თანამედროვე ტექნოლოგიის წყალობით, მაღალ სასტარტო დენს წარმოქმნიან, რაც ავტომობილის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. თეგეტა მოტორსის ონლაინ შოურუმში Bex-ის აკუმულატორები, როგორც A ასევე E სეგმენტის ავტომობილებისთვის, შეგიძლიათ შეიძინოთ.
Bex აკუმულატორების უპირატესობები:
-
ფირფიტებზე კალციუმის დანამატები;
-
ნაპერწკლების ჩამხშობი ფილტრები;
-
ტერმინალების სპეციალური საფარი;
-
ერგონომიული სახელურები;
-
მაღალი რეზისტენტულობა;
-
დამზადების მოწინავე ტექნოლოგიები;
-
სპეციალური ლაბირინთული ხუფი;
Bex ისტორია
Bex-ის (Battery Expert) აკუმულატორი თეგეტა მოტორსის ბრენდია და თურქეთში Yigit Aku Corp ქარხნებში მოწინავე ტექნოლოგიებით მზადდება.
თეგეტა მოტორსის ონლაინ მაღაზიაში, Bex-ის აკუმულატორები, ბაზარზე ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად, სწრაფად და მარტივად შეგიძლიათ შეიძინოთ. საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, პროდუქტის ხარისხი და გამძლეობა გარანტირებულია, რაც ამ ბრენდის სასაქონლო ნიშნით წარმოებული აკუმულატორების პოპულარობაზე აისახება.