დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

MACPOWER აკუმულატორები

საავტომობილო ბაზრის ლიდერი კომპანიის, თეგეტა მოტორსი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტი, MACPOWER თურქული ბრენდის აკუმულატორები Yigit Aku Corp  საწარმოში მზადდება, ფასის/ხარისხის საუკეთესო კომბინაციიდან გამომდინარე საქართველოს ბაზარზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მრავალწლიანი ისტორიისა და კარგი ტექნოლოგიური მახასიათებლების აკუმულატორები, 12 თვემდე გარანტიით  და თქვენს ავტომობილზე მორგებული ასორტიმენტით, თეგეტა მოტორსის ფილიალებში შეგიძლიათ შეიძინოთ.

 

 

 

MACPOWER აკუმულატორების უპირატესობები

 

MACPOWER აკუმულატორები ბაზარზე არსებული პროდუქციისგან ბევრად განსხვავდება, რადგან მწარმოებლები გაფართოებული ლითონის ტექნოლოგიების საფუძველზე, ხისტ და კოროზიისადმი მდგრად ნაწარმს ქმნიან. გარდა ამისა, ფირფიტები კალციუმის დამატებით, ტენიანობისა და ტემპერატურის კონტროლით, სპეციალურ ღუმელში მზადდება. MACPOWER აკუმულატორები არაერთი უპირატესობით ხასიათდება, მათ შორის:

  • კორპუსის სპეციალური დიზაინი, რის შედეგადაც აკუმულატორი ვიბრაციის მიმართ მდგრადია და ტყვიის ფირფიტების დეფორმაციას/მსხვრევას თავიდან ირიდებს;

  • აკუმულატორები არ საჭიროებს ტექნიკურ მოვლას, გამოხდილი წყლის ან ელექტროლიტის შევსებას;

  • დალუქვის განსაკუთრებული სისტემა მოწყობილობის ნებისმიერ მდგომარეობაში ელექტროლიტების გაჟონვას უშლის ხელს;

  • პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი, რომელიც ზუსტად ერგება თქვენს ავტომობილს;

 

MACPOWER ისტორია

 

კომპანია YIGITAKU 1976 წელს თურქეთის ქალაქ ანკარაში ჩამოყალიბდა და მიუხედავად მოკლე პერიოდისა და ახალგაზრდა ასაკისა ათასობით მომხმარებლის ნდობა მოიპოვა. კომპანიამ ბაზარზე უახლესი ტექნოლოგიების დანერგვით პროდუქციის ასორტიმენტი გააფართოვა. MACPOWER აკუმულატორები 40 ათასი კვადრატული მეტრის, მაღალტექნოლოგიურ ქარხანაში იწარმოება და მსოფლიოს 58 ქვეყანას მიეწოდება. კომპანია სპეციალიზებულია მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების აკუმულატორების დამზადებაზე, სასოფლო-სამეურნეო და საზღვაო ტექნოლოგიების აკუმულატორების დამზადებაზე, მზის ენერგიის მომარაგების მოწყობილობებზე და ა.შ. MACPOWER-ის მრავალჯერადი დამუხტვის აკუმულატორები, მოწინავე ტექნიკური მახასიათებლებით მთელ მსოფლიოში ლიდერ პოზიციებს იკავებს. ბრენდის გარანტირებულად მაღალი ხარისხის პროდუქციის შეძენა თეგეტა მოტორსის ონლაინ მაღაზიაში ან ფილიალებში, თქვენთვის მოსახერხებელ დროს სწრაფად და მარტივად შეგიძლიათ. 

 

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით