გრძელვადიანი იჯარით, იგივე საოპერაციო ლიზინგით სარგებლობა საუკეთესო გადაწყვეტილებაა კომპანიებისთვის, რომლებსაც აქვთ ან სურთ ქონდეთ ავტოპარკი 1 და მეტი ავტომობილით.
თეგეტა მოტორსის ჯგუფში შემავალი კომპანია თეგეტა რენთ ე ქარი კომპანიებს თავაზობს საოპერაციო ლიზინგის და ავტოპარკის მართვის საუკეთესო პირობებს.
ანდე კომპანიის ავტოპარკი პროფესიონალებს
საოპერაციო ლიზინგი
ჩვენ შევიძენთ თქვენთვის ავტომობილს , რომელსაც თქვენთვის სასურველი პერიოდის განმავლობაში სარგებლობის უფლებით გადმოგცემთ. საოპერაციო ლიზინგის ვადის განმავლობაში თქვენ გადაიხდით ფიქსირებულ გადასახადს.
საოპერაციო ლიზინგით თვენ შესაძლებლობა გეძლევათ მუდმივად მართოთ ახალი ავტომობილი!
გაუმჯობესებული საბალანსო უწყისი
საოპერაციო ლიზინგი გავლენას არ ახდენს კომპანიის საბალანსო უწყისზე, ვინაიდან კომპანია არ ფლობს დამატებით აქტივებს, რაც დადებითად მოქმედებს ლიკვიდურობის კოეფიციენტზე. ის მხოლოდ კომფორტულად მოიხმარს მას.
ყოველთვიური ფიქსირებული გადასახადი
საოპერაციო ლიზინგით სარგებლობის შემთხვევაში, კომპანიას არ მოუწევს დამატებითი სესხის აღება ან/და დიდი რაოდენობით ფულადი ინვესტიციის განხორციელება ავტომობილების შესაძენად. კომპანია ამ მომსახურებას იღებს ყოველთვიური ფიქსირებული გადასახადის სანაცვლოდ, რაც საშუალებას იძლევა უკეთ დაგეგმოთ თქვენი კომპანიის ბიუჯეტი.
დაზოგე დრო
ავტოპარკის და მისი მენეჯმენტის თეგეტა რენთ ე ქარზე გადაბარება ნიშნავს ამ ავტომობულებთან დაკავშირებული ყველა ადმინისტრაციული თუ საოპერაციო ხარჯების და დროის დაზოგვას. ჩვენი პერსონალური მენეჯერი თავად იზრუნებს ავტომობილების სერვისზე, სადაზღვევო შემთხვევებზე და ა.შ. რაც საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ დრო, ადამიანური რესურსი და მიიღოთ მაქსიმალური კომფორტი.
გახსენით