დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა
news title icon
როგორ მოვუაროთ ზამთარში აკუმულატორს

დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ, როგორ მოვუაროთ ზამთარში აკუმულატორს, რათა თავიდან ავირიდოთ უსიამოვნო სიურპრიზები და სუსხიან დღეებში უსაფრთხოდ გადაადგილება შევძლოთ. 

ნუ დატოვებთ ელექტრონულ მოწყობილობებს ჩართულს

ყველა აკუმულატორს განსხვავებული ექსპლუატაციის ვადა აქვს. უმეტეს შემთხვევაში, დიაპაზონი სამიდან შვიდ წლამდე მერყეობს. ტემპერატურის კლება აკუმულატორის სიმძლავრეზე უარყოფითად აისახება. მაგ. 0º-ზე მხოლოდ მისი სიმძლავრის 70%  რჩება. შესაბამისად, სუსხიან დღეებში განსაკუთრებით უნდა ვეცადოთ, რომ მოვერიდოთ ენერგიის ტყუილად გაფლანგვას. 

ხშირად ხდება ისე, რომ ავტომობილს ვაპარკინგებთ, მანქანიდან გადმოვდივართ, თუმცა ელექტრონულ მოწყობილობებს ჩართულს ვტოვებთ. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ნომერ პირველი შეცდომა. როდესაც ავტომობილს აჩერებთ, ყოველთვის დარწმუნდით, რომ სალონის განათება და ფარები გამორთულია. გამორთეთ ყველაფერი, რაც ენერგიას მოიხმარს. როდესაც ძრავა გამორთულია, მოერიდეთ რადიოს, GPS-ისა, თუ სხვა ელექტრომოწყობილობის 20 წუთზე მეტი ხნით გამოყენებას. და ბოლოს, დარწმუნდით, რომ ავტომობილის ყველა კარი დახურულია. თუ რომელიმე მათგანი ღია დარჩა, მონაცემთა დაფაზე შესაბამისი მაჩვენებელი აინთება. აკუმულატორის სიმძლავრეზე ეს, ერთი შეხედვით, მცირე დეტალიც კი მოქმედებს. 

ნუ გააჩერებთ ავტომობილს დიდ ხანს ღია სივრცეში

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სიცივე აკუმულატორის სიმძლავრეზე უარყოფითად აისახება. ამიტომ, მოერიდეთ ზამთარში ავტომობილის დიდი ხნით გარეთ დატოვებას. ეცადეთ ავტოფარეხში დააპარკინგოთ. თუ ამის საშუალება არ გაქვთ, არსებობს სპეციალური თბოიზოლაციის საფარი, რომელიც ცივ ამინდებში მყარად უნდა შემოახვიოთ აკუმულატორს. ეს დაგეხმარებათ ნაწილობრივ მაინც დაბლოკოთ ცივი ტემპერატურის ნაკადი და დაიცვათ აკუმულატორი გაყინვისგან.

როგორ ვებრძოლოთ კოროზიას

აკუმულატორს ორი პოლუსი აქვს - დადებითი და უარყოფითი. ამ პოლუსებთან სპეციალური ელექტრო კაბელებია დაკავშირებული, რის გარშემოც ხშირად კოროზიული ნადები ჩნდება. ეს ხელს უშლის აკუმულატორს, რომ სათანადოდ დაიტენოს. თუ თეთრ, ფხვიერ ნადებს შენიშნავთ, დროულად გაწმინდეთ მშრალი ქსოვილით, წყლით ან კბილის ჯაგრისით. შეგიძლიათ ცოტაოდენი სოდაც გამოიყენოთ. ეს სერიოზულ პრობლემას აგარიდებთ თავიდან. ამიტომ არის მნიშვნელოვანი პერიოდულად აკუმულატორის დათვალიერება, რათა მსგავსი შემთხვევა დიდ თავის ტკივილად არ გექცეთ.

თავი შეიკავეთ მოკლე მანძილზე ავტომობილით გადაადგილებისგან

აკუმულატორი, როგორც წესი, ავტომობილის მოძრაობისას იტენება, ამიტომ მანქანის დიდი ხნით უმოძრაოდ დატოვება არ არის რეკომენდებული. თუმცა არც ის არის სასურველი, მოკლე დისტანციაზე გადაადგილებისას ავტომობილი გამოიყენოთ. მალ-მალე გაჩერება-დაქოქვა აკუმულატორის სიცოცხლისუნარიანობაზე უარყოფითად აისახება, რადგან საჭირო რაოდენობაზე დამუხტვას ვერ ასწრებს. ეცადეთ, დაქოქვიდან მინიმუმ 20-30 წუთის განმავლობაში იმოძრაოთ ან დაახლოებით 10 კილომეტრი მაინც გაიაროთ, რათა აკუმულატორმა სრულად დატენვა მოასწროს.

საჭიროების შემთხვევაში დროულად მიმართეთ სპეციალისტს

აკუმულატორის სისტემატურ დათვალიერებასა და შემოწმებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა დროულად აღმოაჩინოთ პრობლემა და ოპერატიულად მიმართოთ სპეციალისტს. 

ავტომობილის შემოწმებას თეგეტა მოტორსის სერვის ცენტრში შეძლებთ. საჭიროების შემთხვევაში, აქვე შეგიძლიათ შეიძინოთ თანამედროვე, ხარისხიანი აკუმულატორი. ჩვენთან 300-ზე მეტი მსოფლიო ბრენდის პროდუქციაა წარმოდგენილი, მათ შორის - VARTA, EXIDE, FIAMM… აკუმულატორებზე მოქმედებს უსასრულო გარანტია. 

შეჯამება

დაბალი ტემპერატურა აკუმულატორის სიცოცხლისუნარიანობაზე უარყოფითად მოქმედებს, ამიტომ ზამთარში ეს უკანასკნელი განსაკუთრებულ მოფრთხილებას საჭიროებს. გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და საჭიროების შემთხვევაში დროულად მიმართეთ სპეციალისტს დახმარებისთვის. 


როგორ მოვუაროთ ზამთარში აკუმულატორს
გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით