დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

სპეც-ტექნიკის საგარანტიო პირობები

სპეც-ტექნიკის ძრავის საგარანტიო პირობები:

· საგარანტიო პერიოდი განისაზღვრება 6 თვის ვადით ან 1000 მოტო/საათი, რომელიც ადრე შესრულდება.

· საგარანტიო პირობა ვრცელდება ყველა იმ კომპონენტზე და შესრულებულ სამუშაოზე რომელიც იყო შეძენილი ... თეგეტა მოტორსის სერვის ცენტრში.

· ძრავის გაშვების შემდგომი პირველი ზეთისა და ზეთის ფილტრის შეცვლა უნდა განხორციელდეს 50 მოტო/საათის შემდეგ.

· ძრავში ზეთი შეცვლის ინტერვალი უნდა იყოს შეცვლიდან შეცვლამდე 250 მოტო/საათი (მაქსიმუმ 3 თვე).

· ყოველი ზეთის შეცვლის დროს უნდა მოხდეს საწვავის ფილტრის და ჰაერის ფილტრის შეცვლა.

· ძრავის ზეთის და ფილტრების შეცვლა უნდა მოხდეს თეგეტა მოტორსის ხელოსნების მიერ, თეგეტა მოტორსის მოწოდებული ზეთით და ფილტრებით (საგარანტიო პერიოდის განმავლობაში).

 

გარანტია არ გავრცელდება და შეწყდება:

· თუ მონტაჟის მსვლელობაში არ იყო გათვალისწინებული ... თეგეტა მოტორსის სერვისის რეკომენდაციები და ისინი დაფიქსირდა განაცხადზე შესაბამისად მიღება ჩაბარების აქტზეც.

· ზემოთ ჩამოთვლილი პირობების დარღვევის შემთხვევაში.

· თუ სახეზეა რემონტის მცდელობა შპსთეგეტა მოტორსი-ის სერვისთან შეუთანხმებლად.

· სითხეების დონეების დაკლების შემთხვევაში (ანტიფრიზი, ძრავის ზეთი) და მისგან გამოწვეულ დაზიანებებზე.

· ძრავის სამუშაო ტემპერატურის დარღვევის შემთხვევაში.

· მექანიკური დაზიანების შემთხვევაში.

· ძრავის დაცვის სისტემის გაუმართავი მუშაობით.

· ჩაძირვით ან სტიქიური უბედურებით გამოწვეული დაზიანების შემთხვევაში.

· ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ძრავის შემადგენელი სისტემის რომელიმე ნაწილით.

· მწარმოებლის მიერ მოთხოვნილი სტანდარტის (EN590) მარკის საწვავის გარდა, სხვა საწვავის გამოყენების შემთხვევაში, ასევე საწვავ სისტემაში უცხო ნაწილაკების (ლითონის, წყლის და სხვა) მოხვედრისას.

საგარანტიო პერიოდში დეტალის შეცვლის შემთხვევაში, საგარანტიო პერიოდი რჩება უცვლელი და ანგარიშდება საწყისი სარეალიზაციო დოკუმენტის მიხედვით. ქარხნული დეფექტის გამო დაზიანებული ნაწილის/აგრეგატის მთლიანად შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი რემონტი შეუძლებელია (აღდგენით, რეგულირებით, ზედაპირის მოხეხვით და ..) ან/და სათადარიგო ნაწილების შეცვლით. საგარანტიო რემონტის შედეგად შეცვლილი ნაწილები წარმოადგენსთეგეტა მოტორსისსაკუთრებას.

 

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით