დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

ელექტრო ინსტრუმენტების/მოწყობილობების უსასრულო საგარანტიო პირობები

  1. საერთო პირობები

1.1. შპს „თეგეტა მოტორსი“ (შემდგომში - „გამყიდველი“/„კომპანია“) გარანტიას იძლევა, რომ საგარანტიო ვადის განმავლობაში, „კომპანიის“ მიერ განსაზღვრული,  „კომპანიაში“ შეძენილი ელექტრო ინსტრუმენტი/მოწყობილობა (შემდგომში - „პროდუქცია“) არ გამოავლენს ქარხნულ წუნს, ხოლო ასეთის გამოვლენის შემთხვევაში, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე სრულად აღმოფხვრის მას წინამდებარე პირობებით დადგენილი წესით.

1.2. წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისთვის, ქარხნული წუნი ეწოდება „პროდუქციის“ საწარმოო დეფექტს, რომელიც დასტურდება „პროდუქციის“ მწარმოებლის მიერ.

1.3. „გამყიდველის“ საგარანტიო ვალდებულებები არ ვრცელდება „პროდუქციის“ ბუნებრივი ცვეთით ან მექანიკური დაზიანებით გამოწვეულ დეფექტებზე.

1.4. გარანტიის პირობები ვრცელდება მხოლოდ „გამყიდველის“ სერვის-ცენტრში შეძენილ „პროდუქციაზე“.

 

  1. საგარანტიო ვადა

2.1.  „პროდუქციის“ უსასრულო გარანტიის პირობების გავრცელების შესახებ ინფორმაცია „მყიდველს“ ეცნობება „პროდუქციის“ შეძენისთანავე, საგარანტიო დოკუმენტის გადაცემის ან მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის გზით.

2.2. საგარანტიო ვადის ათვლა იწყება „პროდუქციის“ „მყიდველისთვის“ საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან. „მყიდველისათვის“ „პროდუქციის“ საკუთრებაში გადაცემის თარიღი „გამყიდველის“ წარმომადგენლის მიერ ფიქსირდება „კომპანიის“ მიერ გაცემულ საგარანტიო დოკუმენტში, „პროდუქციის“ შეძენის ინვოისში ან „კომპანიის“ მიერ გაცემული „პროდუქციის“ ღირებულების გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტში.

 

  1. საგარანტიო ვალდებულებების შესრულების პირობები

3.1. „პროდუქციის“ ექსპლუატაციის დროს რაიმე სახის შეფერხების გამოვლენისთანავე „მყიდველი“ ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს „გამყიდველის“ სერვის-ცენტრს მისი აღმოფხვრის მიზნით.

3.2. საგარანტიო ვალდებულებები „გამყიდველს“ წარმოეშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „მყიდველი“ დაიცავს წინამდებარე საგარანტიო ვალდებულებებს და დაზიანებულ „პროდუქციას“ „გამყიდველს“ წარუდგენს პირადობის მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტსა და „პროდუქციის“ ღირებულების გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად.

3.3. „გამყიდველის“ საგარანტიო ვალდებულება გულისხმობს „პროდუქციის“ შეკეთებას ან „პროდუქციის“ ღირებულების „მყიდველისთვის“ ანაზღაურებას წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული შკალის შესაბამისად.

3.4. საგარანტიო ვალდებულებების შესრულების მიზნით, „მყიდველი“ ვალდებულია „პროდუქცია“ გადასცეს „გამყიდველს“ არანაკლებ 3 (სამი) სამუშაო დღის ვადით.

3.5. „პროდუქციის“ გაუმართაობით (საგარანტიო პერიოდში) გამოწვეული პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური დანახარჯები, რაც მიადგება „მყიდველს“, „გამყიდველის“ მიერ არ ანაზღაურდება.

3.6. თუ შემთხვევა „გამყიდველის“ მიერ დაკვალიფიცირდება „საგარანტიო შემთხვევად“, აღნიშნულის თაობაზე „გამყიდველი“ შესაბამის დასკვნას ასახავს რეკლამაციის აქტში „გამყიდველის“ ბიზნეს პროცესების მართვის ელექტრონულ სისტემაში (SAP). დასკვნაში მითითებული უნდა იყოს დაზიანებული „პროდუქცია“ ექვემდებარება აღდგენას/შეკეთებას, თუ „მყიდველს“ უნდა დაუბრუნდეს „პროდუქციის“ ღირებულება. საგარანტიო შემთხვევის დროს დაზიანებული „პროდუქციის“ შეკეთების ან თანხის დაბრუნების ვადა განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რაც წინასწარ ეცნობება „მყიდველს“.

3.7. გარემოებების შესწავლის შედეგად, „გამყიდველი“ თავად იღებს გადაწყვეტილებას, უზრუნველყოფს დაზიანებული „პროდუქციის“ აღდგენას, თუ „პროდუქციის“ ღირებულების „მყიდველისთვის“ ანაზღაურებას წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული შკალის შესაბამისად.

3.8. იმ შემთხვევაში თუ მხარეები ვერ შეძლებენ ურთიერთმოლაპარაკების გზით „პროდუქციის“ საგარანტიო პირობებთან დაკავშირებული დავის მოგვარებას, მხარეები მიმართავენ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ „პროდუქციის“ დაზიანების გამომწვევი მიზეზის დასადგენად, რა დროსაც ექსპერტიზის ხარჯს იხდის „მყიდველი“. ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, თუ გამოვლინდა „პროდუქციის“ ქარხნული წუნი, „გამყიდველს“ წარმოეშვება გადახდილი ხარჯის „მყიდველისთვის“ გადახდის ვალდებულება.

3.9. საგარანტიო მომსახურების შედეგად შეცვლილი „პროდუქცია“ წარმოადგენს „გამყიდველის“ საკუთრებას.

 

4.   საგარანტიო ვალდებულებების შეუსრულებლობა

4.1. „გამყიდველი“ თავისუფლდება საგარანტიო ვალდებულებებისგან იმ შემთხვევებში, თუ:

4.1.1. „მყიდველი“ არ დაიცავს წინამდებარე საგარანტიო პირობებს;

4.1.2. წარმოდგენილი „პროდუქციის“ შტრიხკოდი/სერიული ნომერი ან ეტიკეტი დაზიანებულია ან/და არ შეესაბამება „გამყიდველის“ ბიზნეს პროცესების მართვის ელექტრონულ სისტემაში (SAP) შევსებულ საგარანტიო დოკუმენტის ნომერს.

 

5. უსასრულო გარანტიის პერიოდში „მყიდველისთვის“ „პროდუქციის“ ღირებულების დაბრუნება

5.1. წინამდებარე გარანტიის პირობების ფარგლებში „პროდუქციაზე“ „გამყიდველის“ მხრიდან ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა დაანგარიშდება „პროდუქციის“ „მყიდველისთვის“ საკუთრებაში გადაცემიდან გასული პერიოდის მიხედვით შემდეგი პროცენტული მაჩვენებლის შესაბამისად:

რეალიზაციიდან განვლილი პერიოდი ანაზღაურების %
(„პროდუქციის“ შესყიდვის ღირებულებიდან)
1 – 3 თვე 100 %
3 – 6 თვე 70 %
6 – 9 თვე 50 %
9 – 12 თვე 20 %
≥ 12 თვე 5 %

 

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით