დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

მსუბუქი ავტომობილის სამუხრუჭე ხუნდების უსასრულო საგარანტიო პირობები

  1. საერთო პირობები

1.1. შპს „თეგეტა მოტორსი“ (შემდგომში - „გამყიდველი“/„კომპანია“) გარანტიას იძლევა, რომ საგარანტიო ვადის განმავლობაში „კომპანიაში“ აქციის ფარგლებში შეძენილი/შეცვლილი მსუბუქი ავტომობილის სამუხრუჭე ხუნდები (შემდგომში - „პროდუქცია“) არ გამოავლენს ქარხნულ წუნს, ხოლო ასეთის გამოვლენის შემთხვევაში, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე სრულად აღმოფხვრის მას წინამდებარე პირობებით დადგენილი წესით.

1.2. წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისთვის, ქარხნული წუნი ეწოდება „პროდუქციის“ საწარმოო დეფექტს, რომელიც დასტურდება „პროდუქციის“ მწარმოებლის მიერ.

1.3. „გამყიდველის“ საგარანტიო ვალდებულებები არ ვრცელდება „პროდუქციის“ ბუნებრივი ცვეთით, არასწორი ექსპლუატაციით ან მექანიკური დაზიანებით გამოწვეულ დეფექტებზე.

1.4. საგარანტიო პირობები ვრცელდება მხოლოდ „გამყიდველის“ სერვის-ცენტრში შეძენილ და დამონტაჟებულ „პროდუქციაზე“.

 

  1. საგარანტიო ვადა

2.1.  „პროდუქციის“ უსასრულო საგარანტიო პირობების გავრცელების შესახებ ინფორმაცია „მყიდველს“ ეცნობება „პროდუქციის“ შეძენისთანავე, საგარანტიო დოკუმენტის გადაცემის ან მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის გზით.

2.2. საგარანტიო ვადის ათვლა იწყება „პროდუქციის“ „მყიდველისთვის“ გადაცემის მომენტიდან. „მყიდველისათვის“ „პროდუქციის“ საკუთრებაში გადაცემის თარიღი „გამყიდველის“ წარმომადგენლის მიერ ფიქსირდება „კომპანიის“ მიერ გაცემულ საგარანტიო დოკუმენტში, „პროდუქციის“ შეძენის ინვოისში ან „კომპანიის“ მიერ გაცემული „პროდუქციის“ ღირებულების გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტში.

 

  1. საგარანტიო ვალდებულებების შესრულების პირობები

3.1. „პროდუქციის“ ექსპლუატაციის დროს რაიმე სახის შეფერხების გამოვლენისთანავე (არასასურველი ხმა) „მყიდველი“ ვალდებულია დაუყოვნებლივ, მიმართოს „გამყიდველის“ სერვის-ცენტრს მათი აღმოფხვრის მიზნით.

3.2. საგარანტიო ვალდებულებები „გამყიდველს“ წარმოეშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „მყიდველი“ დაიცავს წინამდებარე საგარანტიო ვალდებულებებს და დაზიანებულ „პროდუქციას“ „გამყიდველს“ წარუდგენს პირადობის მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტთან, შესაბამის სატრანსპორტო საშუალებასა და „პროდუქციის“ ღირებულების გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად.

3.3. „გამყიდველის“ საგარანტიო ვალდებულება გულისხმობს „პროდუქციის“ შეკეთებას ან „პროდუქციის“ ღირებულების „მყიდველისთვის“ ანაზღაურებას წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული შკალის შესაბამისად. 3.4. „პროდუქციის“ გაუმართაობით (საგარანტიო პერიოდში) გამოწვეული პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური დანახარჯები, რაც მიადგება „მყიდველს“, „გამყიდველის“ მიერ არ ანაზღაურდება.

3.5.  იმ შემთხვევაში, თუ შემთხვევა „გამყიდველის“ მიერ დაკვალიფიცირდება „საგარანტიო შემთხვევად“, აღნიშნულის თაობაზე „გამყიდველი“ შესაბამის დასკვნას ასახავს „გამყიდველის“ ბიზნეს პროცესების მართვის ელექტრონულ სისტემაში (SAP). დასკვნაში დამატებით მიეთითება დაზიანებული „პროდუქცია“ ექვემდებარება აღდგენას/შეკეთებას, თუ „მყიდველს“ უნდა დაუბრუნდეს „პროდუქციის“ ღირებულება. საგარანტიო შემთხვევის დროს დაზიანებული „პროდუქციის“ შეკეთების ან თანხის დაბრუნების ვადა განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რაც წინასწარ ეცნობება „მყიდველს“.

3.6. გარემოებების შესწავლის შედეგად, „გამყიდველი“ თავად იღებს გადაწყვეტილებას, უზრუნველყოფს დაზიანებული „პროდუქციის“ აღდგენას, თუ „პროდუქციის“ ღირებულების „მყიდველისთვის“ ანაზღაურებას წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული შკალის შესაბამისად.

3.7. იმ შემთხვევაში თუ მხარეები ვერ შეძლებენ ურთიერთმოლაპარაკების გზით „პროდუქციის“ საგარანტიო პირობებთან დაკავშირებული დავის მოგვარებას, მხარეები მიმართავენ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ „პროდუქციის“ დაზიანების გამომწვევი მიზეზის დასადგენად, რა დროსაც ექსპერტიზის ხარჯს იხდის „მყიდველი“. ექსპერტიზის მიერ დასკვნის მიღების შემდეგ, დასკვნის შესაბამისად, თუ გამოვლინდა „პროდუქციის“ ქარხნული წუნი, „გამყიდველს“ წარმოეშვება გადახდილი ხარჯის „მყიდველისთვის“ გადახდის ვალდებულება.

3.8. საგარანტიო მომსახურების შედეგად შეცვლილი „პროდუქცია“ წარმოადგენს „გამყიდველის“ საკუთრებას.

3.9. „მყიდველს“ უფლება აქვს მოითხოვოს საგარანტიო მომსახურების გაწევა თითოეული შეძენილი „პროდუქციის“ მხოლოდ ერთი დაზიანების შემთხვევის ფარგლებში.

3.10. იმ შემთხვევაში, თუ სამუხრუჭე ხუნდზე დაფიქსირდება უსიამოვნო ხმა (წრიპინი), „გამყიდველი“ უზრუნველყოფს „მყიდველისთვის“ „პროდუქციის“ ღირებულების ანაზღაურებას წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებული შკალის მიხედვით.

 

4.   საგარანტიო ვალდებულებების შეუსრულებლობა

4.1. „გამყიდველი“ თავისუფლდება საგარანტიო ვალდებულებებისგან შემდეგ შემთხვევებში:

4.1.1. თუ სატრანსპორტო საშუალება, რომელზეც იყო დამონტაჟებული „პროდუქცია“, საგარანტიო მომსახურების გაწევის მიზნით, არ იქნა წარმოდგენილი „გამყიდველის“ სერვის-ცენტრში;

4.1.2. წარმოდგენილი „პროდუქციის“ შტრიხკოდი/სერიული ნომერი ან ეტიკეტი დაზიანებულია ან/და არ შეესაბამება „გამყიდველის“ ბიზნეს პროცესების მართვის ელექტრონულ სისტემაში (SAP) შევსებულ საგარანტიო დოკუმენტის ნომერს.

 

5. საგარანტიო პერიოდში „მყიდველისთვის“ „პროდუქციის“ ღირებულების დაბრუნება

5.1. „პროდუქციაზე“ საგარანტიო მომსახურების ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა დაანგარიშდება „პროდუქციის“ პირველადი რეალიზაციიდან განვლილი პერიოდის მიხედვით დადგენილი პროცენტული მაჩვენებლის შესაბამისად:

სამუხრუჭე ხუნდების
შეცვლის შემდგომ გარბენი

ანაზღაურების %
(
სამუხრუჭე ხუნდების შესყიდვის ღირებულებიდან)

0 – 2,000 კმ

100 %

2,001 – 5,000 კმ

50 %

5,001 – 7,000 კმ

25 %

7,001 – 10,000 კმ

10 %

≥ 10,001 კმ

5 %

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით