სატვირთო ავტომობილის აკუმულატორის უსასრულო გარანტია
1. შესყიდულ აკუმულატორზე განსაკურებული პირობა
-
- შპს „თეგეტა მოტორსში“ (შემდგომში - „გამყიდველი“/„კომპანია“) შეძენილ წინამდებარე დოკუმენტში განსაზღვრულ მსუბუქი და სატვირთო ავტომობილის აკუმულატორებზე (შემდგომში - „პროდუქცია“) დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში ვრცელდება უსასრულო გარანტია.
- გარანტიის პირობები ვრცელდება „კომპანიაში“ შეძენილ და დამონტაჟებულ წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრულ „პროდუქციაზე“. იმ შემთხვევაში, თუ ,კომპანიაში“ შეძენილი ,,პროდუქციის“ დამონტაჟება არ განხორციელდება ,,გამყიდველის“ მიერ, საგარანტიო პირობები გავრცელდება დამონტაჟებული პროდუქციის
,კომპანიის“ მიერ შემოწმების შემთხვევაში, იმ პირობით, რომ შემოწმება უნდა განხორციელდეს დამონტაჟების თარიღიდან არაუგვიანეს 10 ა(თი) სამუშაო დღის ვადაში.
2. ზიანის კომპენსირების ძირითადი პირობები
2.1 გარანტიის პირობები შეიძლება გავრცელდეს გარეგანი ზემოქმედებით აკუმულატორის სრული ან ნაწილობრივი დაზიანების, ასევე, ელექტრონული გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში.
2.2 განსაკუთრებული პირობა ითვალისწინებს:
-
-
- დეფექტაციის შედეგად დაზიანებული აკუმულატორის აღდგენას ან
- აღნიშნული შემთხვევით მომხმარებლისთვის მიყენებული ზიანის კომპენსირებას.
-
- საგარანტიო ვადა
- „პროდუქციაზე“ უსასრულო გარანტიის პირობების გავრცელების შესახებ ინფორმაცია „მყიდველს“ ეცნობება მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის გზით.
- საგარანტიო პირობები ვრცელდება „პროდუქციის“ „მყიდველისთვის“ საკუთრებაში გადაცემისა და მისი
,,კომპანიის“ მიერ დამონტაჟების მომენტიდან. „მყიდველისათვის“ „პროდუქციის“ საკუთრებაში გადაცემის თარი ღი „გამყიდველის“ წარმომადგენლის მიერ ფიქსირდება „პროდუქციის“ შეძენის ინვოისში ან „კ ომპანიის“ მიერ გაცემული „პროდუქციის“ ღირებულების გადახდის დამადასტურებელ დოკუმ ენტში.
-
- იმ შემთხვევაში, თუ ,,კომპანიაში“ შეძენილი ,,პროდუქციის“ დამონტაჟება არ განხორციელდება
,,გამყიდველის“ მიერ, საგარანტიო პირობების გავრცლდება დამონტაჟებული პროდუქციის ,,კომპანიის“ მიერ შემოწმების შემდეგ.
- საგარანტიო ვალდებულებების შესრულების პირობები
- საგარანტიო ვალდებულებები „გამყიდველს“ წარმოეშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „მყიდველი“ დაზიანებულ „პროდუქციას“ „გამყიდველს“ წარუდგენს პირადობის მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტთან და
„პროდუქციის“ ღირებულების გადახდის დამადასტურებელ დოკუმე ნტთან ერთად.
-
- „გამყიდველის“ საგარანტიო ვალდებულება გულისხმობს „პროდუქციის“ შეკეთებას ან „პროდუქციის“ ღირებულების „მყიდველისთვის“ ანაზღაურებას წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული ოდენობების მიხედვით (იმ შემთხვევაში, თუ „გამყიდველი“ ვერ უზრუნველყოფს „პროდუქციის“ შეკეთებას). „გამყიდველის“ მიერ წინამდებარე საგარანტიო ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში „პროდუქციაზე“ საგარანტიო პირობების მოქმედება წყდება.
- „პროდუქციის“ გაუმართაობით (საგარანტიო პერიოდში) გამოწვეული პირდაპირი ან არაპირდა პირი ფინანსური დანახარჯები, რაც მიადგება „მყიდველს“, „გამყიდველის“ მიერ არ ანაზღაურ დება.
- „მყიდველს“ უფლება აქვს მოითხოვოს საგარანტიო მომსახურების გაწევა „პროდუქციაზე“ მხოლოდ ერთი დაზიანების შემთხვევის ფარგლებში.
- საგარანტიო მომსახურების შედეგად შეცვლილი/ჩანაცვლებული დაზიანებული „პროდუქც ია“ წარმოადგენს
„გამყიდველის“ საკუთრებას.
-
- თუ შემთხვევა „გამყიდველის“ მიერ დაკვალიფიცირდება „საგარანტიო შემთხვევად“, აღნიშნულის თაობაზე
„გამყიდველი“ შესაბამის დასკვნას ასახავს რეკლამაციის აქტში „გამყიდველის“ ბიზნეს პროცესების მართვის ელექტრონულ სისტემაში (SAP). დასკვნაში მითითებული უნდა იყოს დაზიანებული „პროდუქცია“ ექვემდებარება აღდგენას/შეკეთებას, თუ „მყიდველს“ უნდა დაუბრუნდეს „პროდუქციის“ ღირებულება. საგარანტიო შემთხვევის
დროს დაზიანებული „პროდუქციის“ შეკეთების ან თანხის დაბრუნების ვადა განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რაც წინასწარ ეცნობება „მყიდველს“.
-
- გარემოებების შესწავლის შედეგად, „გამყიდველი“ თავად იღებს გადაწყვეტილებას, უზრუნველყოფს დაზიანებული „პროდუქციის“ აღდგენას, თუ „პროდუქციის“ ღირებულების „მყიდველისთვის“ ანაზღაურებას წინამდებარე დოკუმენტის დანართში განსაზღვრული ოდენობების შესაბამისად.
- იმ შემთხვევაში თუ მხარეები ვერ შეძლებენ ურთიერთმოლაპარაკების გზით „პროდუქციის“ საგარანტიო პირობებთან დაკავშირებული დავის მოგვარებას, მხარეები მიმართავენ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“, რა დროსაც შესაბამისი ექსპერტიზის ხარჯს იხდის „მყიდველი“.
- „გამყიდველი“ თავისუფლდება საგარანტიო ვალდებულებებისგან თუ წარმოდგენილი „პროდუქციის“ შტრიხკოდი/სერიული ნომერი ან ეტიკეტი დაზიანებულია ან/და არ შეესაბამება „გამყიდველის“ ბიზნეს პროცესების მართვის ელექტრონულ სისტემაში (SAP) შევსებულ საგარანტიო დოკუმენტის ნომერს.
- უსასრულო გარანტიის პერიოდში „მყიდველისთვის“ „პროდუქციის“ ღირებულების დაბრუნება
- უსასრულო გარანტია ვრცელდება შემდეგ ბრენდებზე: Varta, Exide, Fiamm, Optima, MAN, Energizer, Monbat, Bex, Autopower, Feon, Akom, Monbat, Macpower.
- წინამდებარე გარანტიის პირობების ფარგლებში „პროდუქციაზე“ „გამყიდველის“ მხრიდან ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა დაანგარიშდება „პროდუქციის“ „მყიდველისთვის“ საკუთრებაში გადაცემიდან გასული პერიოდის მიხედვით შემდეგი პროცენტ ული მაჩვენებლის შესაბამისად:
შემდეგი ბრენდების "პროდუქციისთვის":
Varta მსუბუქის სერიის: Silver Dynamic AGM, Blue Dynamic EFB, Silver Dynamic და სატვირთოს სერიის: ProMotive AGM, ProMotive EFB;
Exide მსუბუქის სერიის: AGM, EFB, Premium და სატვირთოს სერიის: StrongPRO EFB+; Fiamm მსუბუქის სერიის: ecoFORCE AGM; TITANIUM PRO;
Energizer მსუბუქის სერიის: AGM, EFB, Max და სატვირთოს სერიის: MAX COMMERCIAL; Optima მსუბუქის სერიის: YELLOWTOP, REDTOP, BLUETOP
Macpower Premium მსუბუქის სერიის: En(DIN), JIS, BCI, EFB და სატვირთოს სერიის: HD SMF MAN, სატვირთოს სერიის: HD SMF
პირველადი რეალიზაციიდან განვლილი პერიოდ ი |
ანაზღაურების % (აკუმულატორის შესყიდვის ღირებულებიდან ) |
0 - 24 თვემდე |
100% |
24 - 36 თვემდე |
50% |
36 თვიდან განუსაზღვრელი ვადით |
10% |
შემდეგი ბრენდების "პროდუქციისთვის":
Varta მსუბუქის სერიის: Blue Dynamic და სატვირთოს სერიის: ProMotive Super Heavy Duty, ProMotive Heavy Duty; Exide მსუბუქის სერიის: Excell და სატვირთოს სერიის: PowerPRO;
Fiamm მსუბუქის სერიის: black TITANIUM და სატვირთოს სერიის: powerCUBE EHD
Monbat მსუბუქის სერიის: AGM, EFB, Premium და სატვირთოს სერიის: AGM, SHD Bex მსუბუქის სერიის: En, JIS და სატვირთოს სერიის: HD
Autopower მსუბუქის სერიის: En, JIS და სატვირთოს სერიის: HD Feon მსუბუქის სერიის: En 6CT და სატვირთოს სერიის: HD 6CT Akom მსუბუქის სერიის: En, JIS EFB და სატვირთოს სერიის: HD 6CT
პირველადი რეალიზაციიდან განვლილი პერიოდ ი |
ანაზღაურების % (აკუმულატორის შესყიდვის ღირებულებიდან ) |
0 - 18 თვემდე |
100% |
18 - 24 თვემდე |
50% |
24 თვიდან განუსაზღვრელი ვადით |
10% |
შემდეგი ბრენდების "პროდუქციისთვის":
Macpower (MP) მსუბუქის სერიის: En(DIN), JIS და სატვირთოს სერიის: HD Monbat მსუბუქის სერიის: Formula, Formula Asia და სატვირთოს სერიის: HD
პირველადი რეალიზაციიდან განვლილი პერიოდ ი |
ანაზღაურების % (აკუმულატორის შესყიდვის ღირებულებიდან ) |
0 - 12 თვემდე |
100% |
12 - 24 თვემდე |
50% |
24 თვიდან განუსაზღვრელი ვადით |
10% |