სატვირთო ავტომობილის საბურავის უსასრულო საგარანტიო პირობები
- საერთო პირობები
1.1. შპს „თეგეტა მოტორსი“ (შემდგომში - „გამყიდველი“/„კომპანია“) გარანტიას იძლევა, რომ საგარანტიო ვადის განმავლობაში „კომპანიის“ მიერ განსაზღვრული, „კომპანიაში“ შეძენილი/შეცვლილი სატვირთო ავტომობილის საბურავი (შემდგომში - „პროდუქცია“) არ გამოავლენს ქარხნულ წუნს, ხოლო ასეთის გამოვლენის შემთხვევაში, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე სრულად აღმოფხვრის მას წინამდებარე პირობებით დადგენილი წესით.
1.2. წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისთვის, ქარხნული წუნი ეწოდება „პროდუქციის“ საწარმოო დეფექტს, რომელიც დასტურდება „პროდუქციის“ მწარმოებლის მიერ.
1.3. გარანტიის პირობები შეიძლება გავრცელდეს გარეგანი ზემოქმედებით საბურავის სრული ან ნაწილობრივი დაზიანების შემთხვევაშიც, რომელიც ხელს უშლის მის სტანდარტული პირობებით ექსპლუატაციას და გამოწვეულია საბურავის გასკდომით ან/და საბურავის რაიმე საგანთან შეხებით ან მასზე გადავლით.
1.4. გარანტიის პირობები ვრცელდება მხოლოდ „კომპანიაში“ შეძენილ „პროდუქციაზე“.
1.5. უსასრულო გარანტიის პირობები, კერძოდ წინამდებარე დანართის 1.3. პუნქტით განსაზღვრული პირობები გავრცელდება მხოლოდ 5.2 პუნქტით განსაზღვრული ბრენდების საბურავზე, ხოლო ყველა სხვა ბრენდის საბურავზე გარანტია იმოქმედებს მხოლოდ ქარხნული წუნის გამოვლენის შემთხვევაში.
2. საგარანტიო ვადა
2.1. „პროდუქციაზე“ უსასრულო გარანტიის პირობების გავრცელების შესახებ ინფორმაცია „მყიდველს ეცნობება „პროდუქციის“ შეძენისთანავე, საგარანტიო დოკუმენტის გადაცემის ან მოკლე ტექ სტური შეტყობინების გაგზავნის გზით.
2.2. საგარანტიო ვადის ათვლა იწყება „პროდუქციის“ „მყიდველისთვის“ საკუთრებაში გადაცემ ის მომენტიდან. „მყიდველისათვის“ „პროდუქციის“ საკუთრებაში გადაცემის თარიღი „გამყიდ ველის“ წარმომადგენლის მიერ ფიქსირდება „კომპანიის“ მიერ გაცემულ საგარანტიო დოკუმენტ ში, „პროდუქციის“ შეძენის ინვოისში ან „კომპანიის“ მიერ გაცემული „პროდუქციის“ ღირებუ ლების გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტში
2.3. კომპანიაში შეძენილი პროდუქციის (საბურავი) თვითმცლელის კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მონტაჟის შემთხვევაში, უსასრულო გარანტიის პირობები გავრცელდება მხოლოდ 3 (სამი) თვის განმავლობაში (მყიდველისათვის საკუთრებაში გადაცემის თარიღიდან); აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ იმოქმედებს გარანტია მხოლოდ ქარხნული წუნის გამოვლენის შემთხვევაში“.
- საგარანტიო ვალდებულებების შესრულების პირობები
3.1. „პროდუქციის“ ექსპლუატაციის დროს რაიმე სახის შეფერხების გამოვლენისთანავე „მყიდველი“ ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში მიმართოს „გამყიდველის“ სერვის-ცენტრს მათი აღმოფხვრის მიზნით.
3.2. საგარანტიო ვალდებულებები „გამყიდველს“ წარმოეშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „მყიდველი“ დაიცავს წინამდებარე გარანტიის პირობებს და დაზიანებულ „პროდუქციას“ „გამყი დველს“ წარუდგენს პირადობის მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტთან, შესაბამის სატრანსპორტო საშუალებასა და „პროდუქციის“ ღირებულების გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად.
3.3. „გამყიდველის“ საგარანტიო ვალდებულება გულისხმობს „პროდუქციის“ შეკეთებას ან „პროდუქციის“ ღირებულების „მყიდველისთვის“ ანაზღაურებას წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული შკალების შესაბამისად.
3.4. „პროდუქციის“ გაუმართაობით (საგარანტიო პერიოდში) გამოწვეული პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური დანახარჯები, რაც მიადგება „მყიდველს“, „გამყიდველის“ მიერ არ ანაზღაურდება.
3.5. თუ შემთხვევა „გამყიდველის“ მიერ დაკვალიფიცირდება „საგარანტიო შემთხვევად“, აღნი შნულის თაობაზე „გამყიდველი“ შესაბამის დასკვნას ასახავს რეკლამაციის აქტში „გამყიდველის “ ბიზნეს პროცესების მართვის ელექტრონულ სისტემაში (SAP). დასკვნაში მითითებული უნდა იყოს დაზიანებული „პროდუქცია“ ექვემდებარება აღდგენას/შეკეთებას, თუ „მყიდველს“ უნდა დაუბრუნდეს „პროდუქციის“ ღირებულება. საგარანტიო შემთხვევის დროს დაზიანებული „პრ ოდუქციის“ შეკეთების ან თანხის დაბრუნების ვადა განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვ ევაში, რაც წინასწარ ეცნობება „მყიდველს“
3.6. გარემოებების შესწავლის შედეგად, „გამყიდველი“ თავად იღებს გადაწყვეტილებას, უზრუ ნველყოფს დაზიანებული „პროდუქციის“ აღდგენას, თუ „პროდუქციის“ ღირებულების „მყიდვ ელისთვის“ ანაზღაურებას წინამდებარე დოკუმენტის დანართებში განსაზღვრული შკალების შესაბამისად.
იმ შემთხვევაში თუ მხარეები ვერ შეძლებენ ურთიერთმოლაპარაკების გზით „პროდუქციის“ საგარანტიო პირობებთან დაკავშირებული დავის მოგვარებას, მხარეები მიმართავენ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ „პროდუქციის“ და ზიანების გამომწვევი მიზეზის დასადგენად, რა დროსაც ექსპერტიზის ხარჯს იხდის „მყიდველ ი“. ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, თუ გამოვლინდა
„პროდუქციის“ ქარხნული წუნი, „გა მყიდველს“ წარმოეშვება გადახდილი ხარჯის „მყიდველისთვის“ გადახდის ვალდებულება.
-
- საგარანტიო მომსახურების შედეგად შეცვლილი „პროდუქცია“ წარმოადგენს „გამყიდველის“ საკუთრებას.
3.9. „მყიდველს“ უფლება აქვს მოითხოვოს საგარანტიო მომსახურების გაწევა თითოეულ შეძენილ საბურავზე მხოლოდ ერთი დაზიანების შემთხვევის ფარგლებში.
- საგარანტიო ვალდებულებების შეუსრულებლობა
- „გამყიდველი“ თავისუფლდება საგარანტიო ვალდებულებებისგან შემდეგ შემთხვევებში:
- თუ სატრანსპორტო საშუალება, რომელზეც იყო დამონტაჟებული „პროდუქცია“, საგარანტიო მომსახურების გაწევის მიზნით, არ იქნა წარმოდგენილი „გამყიდველის“ სერვის-ცენტრში.
- „გამყიდველი“ თავისუფლდება საგარანტიო ვალდებულებებისგან შემდეგ შემთხვევებში:
- უსასრულო გარანტიის პერიოდში „მყიდველისთვის“ „პროდუქციის“ ღირებულების დაბრუნება
5.1. წინამდებარე გარანტიის პირობების ფარგლებში „პროდუქციაზე“ „გამყიდველის“ მხრიდან ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა დაანგარიშდება „პროდუქციის“ პროტექტორის ცვეთის კოეფიციენტის გათვალისწინებითა და კონკრეტული კატეგორიის საბურავების მიხედვით, წინამდებარე ,,უსასრულო გარანტიის პირობების“ შესაბამისად.
5.2. საბურავის პროტექტორის სიმაღლე იზომება მისთვის განკუთვნილი საზომი საშუალებით საბურავის პროტექტორის შუა და გარე ბლოკებს შორის. ამასთან, პროტექტორში არ უნდა იყოს განთავსებული რაიმე საგანი. აუცილებელია, რომ პროტექტორის სიმაღლე გაიზომოს იმ ადგილზე, სადაც ცვეთის TWI (Tread Wear Indicator) ინდიკატორი არის განთავსებული.
წინამდებარე გარანტია ვრცელდება მხოლოდ შემდეგი ბრენდების საბურავებზე: Bridgestone, Continental, Michelin, Pirelli, Yokohama, BF Goodrich.
პროტექტორის სიმაღლე (% მისი თავდაპირველი სიმაღლიდან) |
ანაზღაურების % („პროდუქციის“ შესყიდვის ღირებულებიდან) |
96% - 100% |
95% |
80% - 95% |
70% |
70% - 79% |
60% |
50% - 69% |
40% |
40% - 49% |
20% |
1%-39% |
5% |
შემდეგი ბრენდებისთვის: Westlake.
პროტექტორის სიმაღლე (% მისი თავდაპირველი სიმაღლიდან) |
ანაზღაურების % („პროდუქციის“ შესყიდვის ღირებულებიდან) |
96% - 100% |
95% |
80% - 95% |
60% |
70% - 79% |
40% |
50% - 69% |
20% |
40% - 49% |
10% |
1%-39% |
3% |